ნიკა მელია

26 Jul. 2022, 23:45

წარმოუდგენელი რამ დაემართა ქართულ ოცნებას და რატომ დაემართა? გააზრებულმა ამომრჩეველმა მიატოვა ქართული ოცნება, როცა დაინახა, რომ ისინი აღარ არიან პროევროპულები. ამას ოსტატურად ნიღბავდნენ წლების განმავლობაში და ვაღიაროთ, ვერც მე, ვერც თქვენ, ვერც ვერავინ ამ ქვეყანაში და ქვეყნის მიღმა ვერ ვარწმუნებდით ფართო საზოგადოებრივ მასებს, ჯგუფებს, რომ რეალურად ხდება ის, რაც ახლა ხდება. ეს პრობლემა როგორც კი დაინახა ცხადად ქართული ოცნების ამომრჩეველმა, ეს ადამიანები არიან ახლა ჩვენი პოტენციური მოკავშირეები.

როგორ უნდა მოვიმხროთ ეს ადამიანები, როგორ უნდა შევიკრათ ერთგუნდად, როგორ უნდა გადავდოთ პარტიული ამოცანები გვერდით, როცა ამ ადამიანებს, ქართული ოცნების ყოფილ ამომრჩეველს ვესაუბრებით?! 100 000 ამომრჩეველი ჰყავთ თბილისში დაკარგული. მე თუ ამ ამომრჩეველთან, რომელიც გუშინ ქართულ ოცნებას უჭერდა მხარდა, დღეს კი ჩემთან ერთად იბრძვის, რომ იაროსლავში არ ამოვყოთ თავი, ვეტყვი რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი იყო, ამ ადამიანს ვერასოდეს გავიხდით მოკავშირედ.

ჩვენ უნდა ვუთხრათ — დიახ, ნაციონალური მოძრაობა როდესაც იყო ხელისუფლებაში, გიჟდებოდა მონა მოსამართლეებზე, ჭკუა ეკეტებოდა. ეს იყო პრობლემა. ეს მინდა გაიგოს ყველა უკვე ჩვენმა პოტენციურმა მოკავშირემ, რომ დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა განსხვავებულია და საკუთარ შეცდომებზე ნასწავლი აქვს. დღეს რომ კიდევ ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში და საარჩევნო სისტემით ახერხებდა ფონს გასვლას და პროპორციულ სისტემას ვერ ვეღირსეთ, მინდა ქართული ოცნების ყოფილ ამომრჩეველს ვუთხრა, თვითგვემის დრო არ არის, ეს არის გულწრფელი დამოკიდებულება, რომ დიახაც, ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში როცა ვიყავით პირველი მოსმენით კენჭი უყარა პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მაგრამ მეორე მოსმენით აღარ უყარა იმიტომ, რომ თქვეს ოპოზიციამ არ მოგვიგოსო. შესაბამისად, დღეს ეს მორჩილი მოსამართლეები ყველას დაგვერია და ამ უკუღმართმა საარჩევნო სისტემამ ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა მთელი ქვეყანა, რომ სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაკარგვის ზღვარზე ვართ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სრულად შეწყვიტა
  2. 17 იანვარს თბილისში თოვლია მოსალოდნელი — როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18 იანვრამდე?
  3. კადიროვმა, თირკმლის უკმარისობის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, ვიდეო გამოაქვეყნა
  4. სუს-მა "გაზპრომთან" დაკავშირებული კონტრაქტის დეტალების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  5. კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეთ დეიმონის თქმით, Netflix ფილმებში სიუჟეტის 3–4-ჯერ გამეორებას ითხოვს

"ეს ნამდვილად მოახდენს გავლენას იმაზე, როგორ ვყვებით ისტორიებს", — ამბობს Netflix-ის ახალი კრიმინალური თრილერის,…