სალომე ზურაბიშვილი

13 Jul. 2022, 22:04

ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, აქ, ორბელიანების სასახლეში ვუმასპნძლოთ პირველ გამოფენას, ვიცი შემდეგ კიდევ იქნება სხვადასხვა გამოფენები და გამოფენა-გაყიდვები სხვა გალერიებშიც, მაგრამ აქ გამოფენას სხვა დატვირთვა აქვს.

ეს სწორედ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების გამოხატვაა არა მხოლოდ თქვენ მიმართ, არამედ თქვენი ქვეყნისა და იმ მდგომარეობის მიმართ, რომელშიც დღეს თქვენი ქვეყანა იმყოფება. თქვენი აქ ყოფნა, ამ გამოფენის გამართვა უკვე განაცხადია; განაცხადია იმისა, რომ ჩვენ თქვენთან ვდგავართ და ვიცით, რა მძიმე ფასს იხდის თქვენი ქვეყანა ამ საერთო მიმართულებაში, რასაც ჩვენი ერთობლივი, ევროპული გზა ჰქვია.

დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ერთად და რაც შეიძლება სწრაფად ვიაროთ ამ გზაზე, რადგან ნამდვილი უსაფრთხოება რეალურად მიღწეულია, როცა იმ ოჯახში ხარ, სადაც ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის უსაფრთხოებაზე ზრუნავს ყველა. ეს ჩვენი მომავალია!

მე ამ მომავალს გისურვებთ თქვენ და ვუსურვებ ჩვენს ხალხს! ვიცი, რომ ეს რთული დღეები გაივლის და ვიცი, რომ ამ ომის შემდეგ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი და უფრო შემართებული.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო

ილონ მასკმა რეჟისორი, რომელმაც მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სოციალურ ქსელებში გააკრიტიკა. ოთხსაათიანი ფილმი…