5 ვარსკლავი, რომელსაც დიეტაზე ყოფნა ყელში ამოუვიდა
მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის არაჯანსაღ სტანდარტებს, დიეტის ტოქსიკურ კულტურასა და კალორიების თვლას ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი კრიტიკოსი ჰყავს, აშკარაა, რომ სიგამხდრე, წონის კლება და უთვალავი დიეტა მაინც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად რჩება.
საზოგადოება, რომელიც ადამიანებს გამუდმებით უთვლის "ზედმეტ" კილოგრამებს, არანაკლებ სასტიკია ვარსკვლავების მიმართ, რომელთაც ეკრანებსა და სცენაზე ვხედავთ. ამ წნეხის საპასუხოდ უამრავი ვარსკვლავი ალაპარაკდა დიეტისა და არარეალური სილამაზის სტანდარტების უარყოფით მხარეებზე.
1. ეშლი გრეჰემი
მოდელი ეშლი გრეჰემი სილამაზის არარეალური სტანდარტების წინააღმდეგ უკვე წლებია, იბრძვის. ის საკუთარ პლატფორმას ხშირად იყენებს იმის სათქმელად, რომ წონის მიხედვით ქალების კატეგორიებად დაყოფა არასწორია. თავად ეშლი ცდილობს, აუცილებელი ნივთიერებებით მდიდარი საკვები მიირთვას, თუმცა უარს არც ჰამბურგერზე, კარტოფილ ფრისა თუ მოდელისთვის აკრძალულ სხვა საჭმელზე ამბობს.
"ყველანაირი დიეტა მიცდია, თუმცა არაფერმა გაჭრა. ახლა ის წონა მაქვს, რომლითაც თავს კომფორტულად ვგრძნობ და ვიცი, რომ კარგად გამოვიყურები. რაც მთავარია, კარგად ვარ. რატომ უნდა ვიყო დიეტაზე?", — ამბობს მოდელი.
2. ჯამილა ჯამილი
მსახიობი ჯამილა ჯამილი არარეალურ სილამაზის სტანდარტებს აქტიურად ებრძვის, განსაკუთრებით კი იმ ცნობილ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც ამ ყველაფერს პოპულარიზაციას უწევენ.
"დავიღალე ამდენი ტყუილით. ახალგაზრდობაში ყველგან კვებით აშლილობას ვხედავდი. ვუსმენდი უპასუხისმგებლო ვარსკვლავებს, ვყიდულობდი ცუდ პროდუქტებს, მივყვებოდი საშინელ და ტოქსიკურ რჩევებს, რომლითაც ისინი საკუთარ მცირე წონას ინარჩუნებდნენ. ამან ჩემი მეტაბოლიზმი და მომნელებელი სისტემა სამუდამოდ დაანგრია. შეპყრობილი ვიყავი და თინეიჯერობაში ნორმალურ საჭმელს 3 წელი არ ვჭამდი. არ გავჩერდები, სანამ ადამიანებს არ ვასწავლით, როგორ დაუჭირონ მხარი ქალებს და სანამ არ შეწყვეტენ ამ ვითომ მედიცინის ენით ნათქვამ სისულელეებსა და რიტორიკას. გაუუქმეთ გამოწერა ადამიანებს, რომლებიც ისეთ რაღაცებს გეუბნებიან, რაც თავს ცუდად გაგრძნობინებთ", — დაწერა მსახიობმა ინსტაგრამზე.
3. ჯენიფერ ლოურენსი
ჯენიფერ ლოურენსმა საზოგადოებას გაუმხილა, თუ როგორ აიძულებდნენ კინოინდუსტრიაში წონის დაკლებას როლისთვის. მსახიობი დიეტაზე ერთხელ, 2018 წლის ფილმ Red Sparrow-ისთვის იყო, რომელშიც ბალერინას განასახიერებდა. შემდეგ კი განაცხადა, რომ დიეტაზე ყოფნას აღარ აპირებდა: "მშია, სულ ფეხზე ვდგავარ და საკმარისი ენერგია მჭირდება".
4. ლიზო
საზოგადოებაში დამკვიდრებულ არარეალურ სილამაზის სტანდარტებსა და არაჯანსაღ დიეტას ხშირად აკრიტიკებს მუსიკოსი ლიზოც, რომელიც საკუთარ პლატფორმას იმისათვის იყენებს, რათა სხვები საკუთარი სხეულის სიყვარულის აუცილებლობაში დაარწმუნოს.
"შენი სხეული შენია იმის მიუხედავად, რომ სხვისთვის ის იდეალური არაა. რომ იცოდე, როგორი კომპლექსურია შენი სხეული, მისით იამაყებდი. მე ვამაყობ შენით, რადგან გაძელი საზოგადოებაში, რომელიც გვიბიძგებს, ჩვენი სხეული გვძულდეს, გვაძლევს დისმორფულ სარკეს და სასოწაკვეთილებს გვიტოვებს იმ მაგალითს, რომელიც გვგონია, რომ უნდა ვიყოთ", — განაცხადა ლიზომ ინსტაგრამზე.
5. ლილი რეინჰარტი
მსახიობი ლილი რეინჰარტი მუდამ მზადაა, სილამაზის არაჯანსაღი სტანარტები გააკრიტიკოს. მას არც კიმ კარდაშიანი გამორჩენია, რომელმაც მეთ გალაზე მერილინ მონროს კაბის ჩასაცმელად 3 კვირაში 7 კილო დაიკლო და ამის შესახებ ინტერვიუს დროს ამაყად განაცხადა.
"ხმამაღლა იმის თქმა, რომ მეთ გალასთვის იშიმშილე, როცა კარგად იცი, რომ მსოფლიოს უამრავი ახალგაზრდა კაცი და ქალი გიყურებს და გისმენს...არაამქვეყნიური გულგრილობა და ამაზრზენი ქმედებაა. გთხოვთ, ნუ უჭერთ მხარს ამ სულელ, ზიანისმომტან ვარსკვლავებს, რომელთა მთელი იმიჯი მათი სხეულია", — განაცხადა ლილიმ.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები