როგორ იქმნება თიბისი შენთან ერთად
თანამედროვე ტექნოლოგიები მომხმარებელს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალებას აძლევს. ეს პროცესი, ერთი შეხედვით, მარტივი ჩანს, მაგრამ ყოველი იდეის მოსმენა და მისი განხორციელება კომპანიის მხრიდან შრომატევად და რთულ ამოცანას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, თიბისიმ სწორედ ეს გზა აირჩია და გადაწყვიტა, რომ კომპანიის თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა ახალი რეალობა ერთად შექმნან.
რას ნიშნავს TBCX?
თიბისიმ ახალი კამპანია — TBCX წამოიწყო, რაც როგორც ბრენდისთვის, ისე ქართული ბაზრისთვის სიახლეა.
თითოეული მომხმარებელი ბრენდის გამოცდილების შექმნაში უნდა იყოს ჩართული — ეს კამპანიის მთავარი ხედვაა.
თუ რა არის TBCX-ის ამოცანა, რა გაკეთდა ამ ეტაპზე და სამომავლოდ რა იგეგმება, ამის შესახებ თიბისის ბრენდის გამოცდილების კომუნიკაციის ლიდი, ნუკა შევარდნაძე და თიბისის ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი, ნინო ეგაძე გვიამბობენ.
"დაახლოებით ერთი წლის წინ თიბისის გუნდში გაჩნდა აზრი, რომ აღარ არსებობს ცნებები — მომხმარებლის გამოცდილება და ბრენდის იმიჯი. დღეს ბრენდის გამოცდილებაა ზუსტად ის ტერმინი, რომელიც ახალი ტიპის მარკეტინგსა და კომუნიკაციას ასახავს. ჩვენთვის და ყველა თანამედროვე ორგანიზაციისთვის, რომელიც მომხმარებელს ციფრულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტას სთავაზობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, რომ ადამიანებს ზუსტად ის გამოცდილება შევთავაზოთ, რისი მოლოდინი და საჭიროებაც აქვთ", — ამბობს ნინო ეგაძე.
ასე რომ, ბრენდის გამოცდილება, იგივე TBCX, კომპანიის ახალი მიმართულებაა, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მათი მოთხოვნილებების შესაბამისი კომუნიკაცია მიიღონ. ნინოს თქმით, სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი, მომხმარებლებმა სწორი პროდუქტები გამოიყენონ და მათი ყოველდღიურობაც უფრო მარტივი გახდეს.
TBCX, როგორც სიახლე ქართულ რეალობაში
TBCX სრულიად ორიგინალური კამპანიაა. ამაზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ ის რეალობას შეულამაზებლად აჩვენებს. მისი ამოსავალი წერტილი მომხმარებლები და ის გუნდია, რომელიც პროდუქტს ქმნის.
ახალი კამპანიის ფარგლებში, თიბისიმ ვიდეო შექმნა, რომელშიც მსახიობების ნაცვლად რეალურ ადამიანებს ვხედავთ და მათ რეალურ ისტორიებს ვისმენთ.
საბას მსგავსად, ამ ვიდეოში თიბისის გუნდის სხვა წევრებიც გვიამბობენ, თუ როგორ ნერგავენ სიახლეებს თიბისიში მომხმარებლების დახმარებით:
ნუკა შევარდნაძის თქმით, თიბისის სჯერა, რომ თანამედროვე კომუნიკაცია ბევრად რეალისტური უნდა გახდეს. მისივე აზრით, მაშინ, როცა მომხმარებელთან ასეთი უშუალო ურთიერთობა გაქვს, რეკლამა მისი ტრადიციული გაგებით მოსაბეზრებელია და ნამდვილი ამბები უფრო საინტერესო ხდება.
"ჩვენი მიზანი ვიდეოში რეალური გარემოსა და ადამიანების ჩვენება იყო. გვსურდა, ყველას სცოდნოდა, სად და როგორ იქმნება პროდუქტები, რომლებსაც შემდეგ მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად იყენებს და რაც ყველაზე მთავარია, გვსურდა გვეჩვენებინა, რა როლი აქვს ამ ყველაფერში თავად მომხმარებელს", — ამბობს ნუკა შევარდნაძე.
"შენთან ერთად ვქმნით თიბისის"
თიბისის ახალი კამპანია იმ პრობლემებსა და კითხვებზე პასუხად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომელიც ქართულ რეალობაში მომხმარებელთა აზრის მოსმენის მხრივ არსებობს. ამიტომაც თიბისის ამოცანაა, იყოს ადამიანებზე მაქსიმალურად ორიენტირებული, ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია მათთან, შექმნას ბრენდის საუკეთესო გამოცდილება და შეასრულოს მისი მთავარი დაპირება — გაამარტივოს ადამიანების ცხოვრება.
"დიდი ბრენდებისა და სტარტაპების მთავარი პრობლემა დღეს მომხმარებლებისგან დისტანცირებაა. ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანი, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებაზე მუშაობს, რეალურ მომხმარებელს არასდროს შეხვედრია. მართალია, დღეს ბევრი ციფრული ხელსაწყო გვაქვს, საიდანაც მომხმარებლის ხმა შეგვიძლია მოვისმინოთ, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ღია უნდა იყო ყველანაირი კომენტარის მიმართ. ჩვენი გუნდი მზად არის, ნებისმიერი სახის კომენტარი მოისმინოს მომხმარებლებისგან, რომელთა რაოდენობა მხოლოდ საქართველოში 2 მილიონზე მეტია. ამას კი საზღვარგარეთ რამდენიმე მილიონი ადამიანი ემატება", — ამბობს ნინო ეგაძე.
TBCX-ის მომავალი
TBCX ერთი დიდი, უწყვეტი პროცესის ნაწილია. ნუკა შევარდნაძის თქმით, ბრენდი ყოველდღიურად ფიქრობს იმაზე, როგორ შეიძლება გაამარტივოს ადამიანების ცხოვრება და მზადაა, სხვების თვალით დაინახოს და შეაფასოს საკუთარი პროდუქტები. ეს კი კამპანიის წარმატების ერთ-ერთი ინდიკატორად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
"ვფიქრობ, TBCX ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია და გარკვეულ შედეგებს უკვე ვხედავთ. მაგალითად, მთელი ორგანიზაცია უკვე გახდა მომხმარებელზე ორიენტირებული და არასდროს ტოვებს შეკითხვებს უპასუხოდ. ბრენდის მექანიზმები უკვე მუშაობს პრობლემების მოგვარებაზე და მზადაა, მომხმარებელს ამის შესახებ მოუყვეს", — ამბობს ნინო ეგაძე.
კომენტარები