ბენჯამინ ბატონის ეფექტი: მეცნიერებმა თაგვების გაახალგაზრდავება შეძლეს, ახლა ადამიანის ჯერია
სიბერე და მისი შედეგები ყოველთვის იყო ის, რისგანაც ადამიანებს თავის არიდება სურდათ. ადრე მისგან დახსნა შეუძლებელი ჩანდა, ახლა მეცნიერები სიბერეს როგორც დაავადებას ისე უყურებენ და მასზე უამრავი კვლევა ტარდება. მეცნიერები ცდილობენ დაბერების შედეგად გამოწვეული ფიზიკური ცვლილებების აღმოფხვრას, მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობს დაბერების პრობლემის სრული გადაწყვეტა.
2022 წლის მარტში მკვლევრებმა უსაფრთხოდ შეცვალეს დაბერების ნიშნები შუახნის თაგვებში. მათ განახორციელეს გადანერგვაც კი. ამან ცხადყო, რომ ახალგაზრდა თაგვებიდან ორგანოების მოხუცებზე გადანერგვამ შეცვალა დაბერების ზოგიერთი მახასიათებელი.
ასევე: ფეკალური ტრანსპლანტაცია შესაძლოა, გაახალგაზრდავების ახალ მეთოდად იქცეს
ახლა, მოლეკულურმა ბიოლოგმა დევიდ სინკლერმა და მისმა გუნდმა ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან, შეცვალეს თაგვებში დაბერება ცილების გამოყენებით, რომლებსაც შეუძლიათ ზრდასრული უჯრედის ღეროვან უჯრედად გადაქცევა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პირველ მიღწევაში, რომელიც 2020 წლის ბოლოს გამოქვეყნდა, გუნდმა მოხუცებული თაგვების დაზიანებული ბადურა აღადგინა და გააუმჯობესა. თაგვს ამით მხედველობა ძველებურ ფორმაში დაუბრუნდა, ისე როგორც ეს ახალგაზრდობაში. მეცნიერებმა შედეგები ბენჯამინ ბატონის ეფექტს შეადარეს და თქვეს, რომ გაახალგაზრდავება შესაძლებელია.
ოდესმე სიკვდილი შეიძლება არჩევაზე იყოს, მაგრამ მოდით ნუ ვიჩქარებთ. . .
უკან დაბრუნება: ბიოლოგიური საათის მუდმივი გადატვირთვა
"ეს არის მუდმივი გადატვირთვა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს უნივერსალური პროცესი, რომელსაც ნებისმიერი გამოიყენებს. ეს ჩვენი ასაკის გადატვირთვა იქნება. თუ ჩვენ შევცვლით დაბერებას, დაავადებებიც აღმოიფხვრება. დღეს ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რაც მოგცემთ საშუალებას გახდეს 100 წლის ისე რომ კიბოთი არ დაავადდეთ, არ გქონდეთ გულის პრობლემები და ალცჰაიმერი", — უთხრა სინკლერმა CNN-ს.
სინკლერის თქმით, თანამედროვე მედიცინა მკურნალობს დაავადებას, მაგრამ უგულებელყოფს ფუნდამენტურ მიზეზს — ეს თავად დაბერებაა, რომელიც საბოლოოდ ყველა დაავადების მიზეზი ხდება.
"ისეთი ორგანოს ასაკის შეცვლა, როგორიცაა ტვინი, ვირთხებში დაბერების დაავადებებს გამორიცხავს. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ეს ვნახეთ. აღარ არის დემენცია; მეხსიერება ბრუნდება", — ამბობს სინკლერი.
ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება
უსაფრთხო ალტერნატივა
ასევე: მეცნიერებმა კანის უჯრედების 30 წლით გაახალგაზრდავება შეძლეს
მკვლევრების ჯგუფმა ექსპერიმენტებში ორი იდენტური თაგვი გამოიყენა. მეცნიერებმა ერთი მათგანი გენეტიკურად შეცვალეს, რათა უფრო სწრაფად დაბერებულიყო. ექსპერიმენტული თეზისი იყო: თუ ეს მოხდება და არსებას ნაადრევად დავაბერებთ, შეიძლება პირიქითაც ვქნათ?
იაპონელი ბიოსამედიცინო მკვლევარი შინია იამანაკა ხელმძღვანელობდა ამ სფეროში კვლევას და დაასრულა ადამიანის ზრდასრული კანის უჯრედების რეპროგრამირება — რათა მოქცეულიყვნენ ემბრიონული ან პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების მსგავსად. მისი "ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები", მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც "იამანაკას ფაქტორები". თუმცა, ამ მეთოდის პრობლემა ის იყო, რომ ზრდასრული უჯრედები კარგავენ ინდენტურობას, როდესაც ისინი კვლავ გადადიან ღეროვან უჯრედებზე.
კიდევ ერთი კვლევა, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა — კალიფორნიაში მკვლევრებმა შეძლეს და წაშალეს თაგვებში დაბერების ნიშნები ისე რომ უჯრედების იდენტურობა არ დაკარგულიყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ კვლევაში გამოყენებულ თაგვებს განუვითარდათ სიმსივნეები.
თაგვის ტვინისა და კუნთების გაახალგაზრდავება
ამიტომ, სინკლერის ლაბორატორიის გენეტიკოსები ეძებენ უფრო უსაფრთხო ალტერნატივას. გაიცანით იუანჩენ ლუ, დოქტორანტი, რომელმაც აირჩია იამანაკას ოთხი ფაქტორიდან სამი და გენეტიკურად დაამატა ისინი უვნებელ ვირუსს. ვირუსი შეიქმნა იმისათვის, რომ "იამანაკას ფაქტორები" გაეგზავნა ბადურის დაზიანებულ უჯრედებში ხანდაზმული თაგვის თვალის უკანა ნაწილში. პლურიპოტენტური გენები გააქტიურდა თაგვისთვის ანტიბიოტიკის მიცემით ვირუსის თვალში შეყვანის შემდეგ.
"ანტიბიოტიკი მხოლოდ ინსტრუმენტია. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება — უბრალოდ გზა იმის დასარწმუნებლად, რომ სამი გენი ჩართულია. ჩვეულებრივ, ისინი ჩართულია მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა განვითარებად ემბრიონებში და შემდეგ ითიშება ასაკის მატებასთან ერთად", — უთხრა სინკლერმა CNN-ს.
საბოლოო შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ დაზიანებული ნეირონები თაგვების თვალში, რომლებსაც სამი უჯრედი შეუყვანეს, მართლაც რომ გამოჯანმრთელდა — ახალი აქსონების გაჩენაც კი მოხდა, თვალიდან ტვინამდე. სინკლერი ამბობს, რომ მისმა გუნდმა შეცვალა დაბერება თაგვების კუნთებსა და ტვინში საწყისი კვლევის შემდეგ და ახლა ისინი მუშაობენ თაგვის მთელი სხეულის რეგენერაციაზე.
დრო გვიჩვენებს, რა მოხდება შემდეგში, რადგან მეცნიერები მუშაობენ იმის გარკვევაზე, იმოქმედებს თუ არა ეს შედეგები ადამიანის სხეულზე.
კომენტარები