ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს
შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის მხრიდან დაზარალებულთა ინტერესების დამცველი ჯგუფი CS Victims ბიძინა ივანიშვილის სახელით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ბანკს ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
ივანიშვილის ინტერესების დამცველი წერს, რომ Credit Suisse-ის რწმუნებულმა კომპანიამ ბენეფიციარებისთვის თანხის ანაზღაურება ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გონივრული საფუძვლის წარმოდგენის გარეშე გადადო. როგორც CS Victims წერს, ბანკის რწმუნებული თანხის ანაზღაურების შეფერხებას აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებს.
"უკვე 45 დღე გავიდა, რაც მეურვემ თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინსტრუქციები მიიღო, თუმცა ის აგრძელებს ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების იგნორირებას", — ნათქვამია ივანიშვილის სპიკერის განცხადებაში.
ივანიშვილის წარმომადგენელი წერს, რომ ბანკი კლიენტთან ურთიერთობისას ყველა შესაბამის სტანდარტს არღვევს. განცხადების მიხედვით, ბანკის მხრიდან უკრაინის ომზე მინიშნება უპრეცედენტოა და ადგილი აქვს პოლიტიკურ ზეწოლას.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის სპიკერის თქმით, ივანიშვილი Credit Suisse-ის მხილებას გააგრძლეებს, რადგანას ამას "მორალურ ვალდებულებად" მიიჩნევს.
მიმდინარე წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს ბერმუდის სასამართლოში $600-მილიონიანი დავა მოუგო. სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს ივანიშვილისთვის თანხის ანაზღაურება დაეკისრა.
ივანიშვილი ახლა Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიას უჩივის, რომელმაც, მისი თქმით, თანხის გადაცემა შეაფერხა და ამის მიზეზად "აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა. ივანიშვილის წარმომადგენელი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის სხვა ბენეფიციარებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან არანაირი კავშირი აქვთ და არც რაიმე ტიპის სანქციებს ექვემდებარებიან.
11 მაისს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის მხრიდან Credit Suisse-თან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი "მეტად საეჭვოდ" დაემთხვა.
ყიფიანის თქმით, მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ივანიშვილს ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში "გარკვეული შეფერხებები" შეექმნა.
ადვოკატისვე თქმით, ყოველივე ამას "დროში უცნაურად ემთხვევა" ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებული გართულებაც.
ყიფიანმა თქვა, რომ ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებასთან და ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებული პრობლემები არ უკავშირდება ივანიშვილის მხრიდან Credit Suisse-თან მიმდინარე დავას და ხაზს უსვამს, რომ "ხელოვნურად შექმნილი" პრობლემები ივანიშვილმა იურიდიული გზებით მოაგვარა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები