ინფლუენსერები და ოლიგარქები რუბენ ოსტლუნდის გემზე
წარბებთან ცხვირის შემაერთებელ ზონას "სევდის სამკუთხედი" ჰქვია. უნდა ამოივსოს თუ არა ასაკობრივი ნაოჭის ეს ადგილი ბოტოქსით? ახალგაზრდა მოდელის, სახელად კარლის, შემყურე, კომისიის წევრები სწორედ ამ საკითხზე მსჯელობენ.
წელზემოთ შიშველი მოდელი ბიჭების ვიდეოსინჯების სცენა ერთ-ერთი საუკეთესოა ოქროს პალმის რტოს მფლობელი რუბენ ოსტლუნდის ახალ ტრაგიკომედიაში. მითითებულ დავალებას, მიმიკებით ჯერ ბალენსიაგა გამოსახონ, შემდეგ კი H&M, ბიჭები წარმატებით ასრულებენ.
ფილმი, სახელწოდებით სევდის სამკუთხედი, სამ ქვეთავადაა დაყოფილი. ოსტლუნდის განსაკუთრებული შურისძიების სამიზნე ამჯერად ინფლუენსერები და ოლიგარქები აღმოჩნდნენ.
პირველ ნოველაში ახალგაზრდა წყვილი — კარლი (ჰარის დიკინსონი) და იაია (შარლბი დინ კრიეკი) არიან სცენაზე და ორი თანამედროვე ადამიანის გამოფიტულ, სელფებით გაჯერებულ, სინამდვილისაგან დაცლილ სამყაროში, ზუსტი და ბასრი დიალოგებით, მათ ყოფას ვაკვირდებით. იცნობენ თუ არა ისინი ერთმანეთს და სურთ თუ არა ერთად ყოფნა? ურთიერთობა, როგორც კონტრაქტი, სადაც წესებია დადგენილი და დარღვევა არაკანონიერია.
კარლი და იაია სწორედ ინფლუენსერობით აღმოჩნდებიან საბედისწერო კრუიზში ფეშენებელურ გემზე, სადაც სადილზე და ვახშამზე სხვადასხვა ადამიანს გაიცნობენ: ბრიტანელი წყვილი, რომელმაც ფული ნაღმებით იშოვა; რუსი ოლიგარქი ცოლთან და საყვარელთან ერთად მოგზაურობს, შვედი კოდების დამწერი კაცი, რომელმაც თამაშის კოდის დაწერით მილიონები მოიპოვა.
რეჟისორი არც გემის ეკიპაჟის წევრებს ინდობს; მათი მუშაობის ქარხნულ წესს მენეჯერი, ვიკი ბერლინის გმირი შესანიშნავი შესრულებით ადგენს. ვუდი ჰარელსონის გმირი კი სასმელსა და ლენინზე შეყვარებული გემის კაპიტანია.
ყველაფერი კი მაშინ იცვლება, როდესაც გემის კაპიტნის საპატიო ვახშმის დროს ღელვა იწყება და პიზის კოშკივით გადახრილ გემზე ძვირფასი სამოსით და სამკაულებით მორთული მდიდრები თავიანთსავე ნარწყევსა და ფეკალურ მასებში ამოისვრებიან.
მესამე ნაწილი გემის ჩაძირვას გადარჩენილი, კუნძულზე აღმოჩენილი ადამიანების ამბავია.
ყოვლისშემძლე და ყველაფრის მქონე მდიდრებს მხოლოდ ძვირფასი საათები შერჩათ მაჯებზე.
ველურ კუნძულზე რუს ოლიგარქს, კოდების დამწერ მილიონერს და ინფლუენსერებს არაფრის გაკეთება შეუძლიათ. შესაბამისად, დამოკიდებული ხდებიან ეკიპაჟის იმ გადარჩენილ წევრზე, რომელიც გემზე მათი დასვრილი ტუალეტების დასუფთავებას ხელმძღვანელობდა, ახლა კი, როგორც ცეცხლის დანთების, თევზის დაჭერის და მომზადების მცოდნე, თავს კაპიტნად აცხადებს და მდიდრებს დღის წესრიგს უსაზღვრავს.
კრიტიკოსთა ერთი ნაწილი სევდის სამკუთხედს შვედი რეჟისორის კიდევ ერთ შესანიშნავ სურათად მოიხსენიებს, ზოგი მიიჩნევს, რომ ამ სურათში რეჟისორმა ახალი ვერაფერი გვიჩვენა — ჩვენ ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით.
შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა ფილმის დიდი ნაწილის ასიმეტრიულ სცენაზე, გადახრილ გემზე, გათამაშება მძაფრი მეტაფორის გარდა, კიდევ ერთი არასტანდარტული პატერნია და გამოსახულების თვალსაზრისით ნამდვილად საინტერესო შრეებს წარმოაჩენს.
რუბენ ოსტლუნდის კინოსურათის ბიუჯეტი 15 მილიონი დოლარია. ის კანის 75-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მნიშვნელოვან კონკურენტებში გამარჯვებისთვის იბრძვის.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები