მალე ზაირა არსენიშვილის "მოკლე კატოს თავგადასავალი" გამოიცემა
"ყველაფერი შესაძლებელი და ნებადართული რომ ყოფილიყო, ვინ იცის, იქნებ არც ეს ზღაპრული ამბები დატრიალებულიყო."
კატოს, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე მეტად ნაყინი და ზღაპრები უყვარს და უფროსების მუდმივი გაფრთხილების გამო ("უზომო არაფერი შეიძლება") აინტერესებს, ზომა ვინ დააწესა, ერთხელაც სიკეთის მოციქული ცეროდენები ეწვივნენ…
მათგან შეიტყო წალკოტის, მუსიკოსი უფლისწულის, მზეთუნახავი კისკისას, ბერი ქედანის და ყვავი ობოლას შესახებ. აქედან დაიწყო მისი ზღაპრული, საინტერესო, სირთულეებითა და მოულოდნელობებით სავსე თავგადასავალი.
შეხვდა პირში წყალჩაგუბებულ, წყლის მნაყველ დევებს, მათ არც ისე ბრძენ მეფეს (როგორც თავი მოჰქონდა) და გაბმით, უწერტილმძიმოდ მოსაუბრე მეტმეცნიერს. სცადა, დევები ფუჭი საქმიანობისგან ეხსნა, მაგრამ ჭეშმარიტებისთვის მებრძოლმა კატომ დილეგში ამოყო თავი.
კიდევ რა ამბები გადახდა იმისათვის, რომ ღმერთთან მოხვედრილიყო სტუმრად — ამ ყველაფერს ალბათ თავად წაიკითხავთ.
სულ მალე ქართველი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი მწერლის, ზაირა არსენიშვილის ლიტერატურული ზღაპარი მოკლე კატოს თავგადასავალი გამოიცემა. თათია ნადარეიშვილის ჯადოსნური ილუსტრაციები ორ გამოცემას დაამშვენებს: მაგარ და რბილყდიანს.
ეს არაჩვეულებრივი წიგნები თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე და სულაკაურის წიგნის მაღაზიებში დაგხვდებათ. გარდა ამისა, შეძლებთ ამ საუცხოო ილუსტრაციებით გაფორმებული ჩანთების შეძენასაც.
სულაკაურის წიგნის მაღაზიების მისამართებია:
-
აქსის თაუერსი, -1 სართული
-
ისთ ფოინთი, მთავარი მოედანი
-
გლდანი მოლი, G სართული
-
სითი მოლი საბურთალო, 1-ლი სართული
-
გალერია თბილისი, -1 სართული
-
ცინცაძის ქუჩა №2
-
ჭავჭავაძის გამზირი №15
კომენტარები