ჰააგა გამოძიებას რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე აგრძელებს
ფოტო: Wikipedia
რუსეთი უარს აცხადებს ითანამშრომლოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველო–რუსეთის 2008 წლის ომის დანაშაულის გამოძიების შესახებ. მიუხედავად ამისა, სს საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი გამოძიებას არ წყვეტს. ის გამოიყენებს ყველა მასალას და ანგარიშს, რაც ამ დრომდე არსებობს აღნიშნულ საკითხზე, მათ შორის ტალიავინის კომისიის ანგარიშს.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიას ატარებენ მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების უკეთ ინფორმირებას საერთაშორისო სასამართლოს მუშაობის პრინციპებისა და სპეციფიკის თაობაზე და რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხზე წარმოებული საქმის შესახებ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საერთაშორისო სასამართლოსთვის ეს პირველი გამოძიებაა, რაც ევროპის ტერიტორიაზე ომის დანაშაულის საკითხებს ეხება. სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორის ოფისს ამ დრომდე მხოლოდ აფრიკის ქვეყნებში აქვს მსგავსი გამოძიების ჩატარების გამოცდილება, ამდენად საერთაშორისო საზოგადოების ინტერესს ეს მომენტი კიდევ უფრო ამძაფრებს.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები დევნილთა ჩასახლებებში ჩაატარეს კოდასა და წეროვანში, დღეს კი გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი აღნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც გორის უნივერსიტეტში სწავლობს და ასწავლის რუსეთ–საქართველოს ომი განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა, რადგან სტუდენტების 40 პროცენტი სწორედ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული ან დევნილია.
ჩვენ ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ გამოძიება ეფექტური არ იქნება, პირიქით.
ამერიკის ხმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გოჩა ლორთქიფანიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს: „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებაში ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად ეფექტურად წავა გამოძიება. ჩვენ ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ გამოძიება ეფექტური არ იქნება, პირიქით. ქართული მხარე თანამშრომლობს გამოძიებასთან. რაც შეეხება რუსულ მხარეს, შემიძლია უბრალოდ, ფაქტის კონსტატაცია მოვახდინო, რომ მოლოდინი, თანამშრომლობის განწყობა არსებობდა მანამ, სანამ პროკურორი თანამშრომლობის შუამდგომლობით მიმართავდა. შესაძლოა, ეს განწყობა გამოიწვია იმან, რაც არის საფუძველი პროკურორის მიმართვის და შემდეგ, წინა სასამართლო პალატის გადაწყვეტილების. ესაა ის, რომ მნიშნველოვანწილად ლაპარაკია და ეს რუსეთის ფედერაციის განცხადებაში და რეაგირებაშიც იყო, იმ დანაშაულებებზე, რომლებიც არის მიმართული ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. ნებისმიერი საერთაშორისო დანაშაული, რომელიც რომის სტატუტითაა გათვალისწინებული, ეს უკვე არის მასშტაბური და მძიმე“.
იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი არაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშემკვრელი მხარე, მის მიმართ ან მის ტერიტორიაზე გამოძიების ჩატარებაა ჰააგის პროკურორის ოფისს არ შეუძლია. სამხრეთ ოსეთი რუსეთს არ ეკუთვნის. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ტერიტორიას საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, შესაბამისად, პროკურორის ოფისს გამოძიების ჩატარება მასზე იურიდიულად შეუძლია, მაგრამ ფაქტობრივად, ამგვარი ოპერაციის განხორციელება აქ შეუძლებელია, რადგან ის რუსეთის მიერაა ოკუპირებული. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თუ ბენსუდას ოფისი რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულს დაადასტურებენ, მათი დაკავება, მართალია, რუსეთის ტერიტორიაზე შეუძლებელი იქნება, მაგრამ თუ ისინი სხვა, ჰააგის სასამართლოს წევრ ქვეყანაში მოხვდებიან, დააპატიმრებენ.
საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ძამაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს: „პირველ რიგში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, პოტენციურად, რა დანაშაულებებს შეიძლება იძიებდეს სს საერთაშორისო პროკურატურა. რეალურად, რაც პირველ ეტაპზე იკვეთება, აქ საუბარია ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ამიტომ პოტენციურად, დიდი ალბათობაა მეორე მხარის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდეს. რადგან აქ საუბარია ქართველთა ეთნიკური ნიშნით დევნაზე, არასათანადო მოპყრობაზე, სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, საკუთრების უფლების დარღვევაზე, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იყო ჩადენილი. შესაბამისად, პოტენციური დამნაშავე, ვინც შეიძლება იყოს, დიდი ალბათობით, ეს მეორე მხარეს იქნება. მაგალითად, ეთნიკური წმენდის ინდიკაცია შეიძლება იყოს ის, თუ რა რაოდენობის დევნილი გაჩნდა საქართველოში ამ ომის შედეგად. თვითონ ამ ადამიანებს შეხვდებიან და პირველადი წყაროდან მიიღებენ ინფორმაციას, როგორ იბომბებოდა მათი სახლები, როგორ იწვებოდა, როგორ ისპობოდა ადამიანების სიცოცხლე.“
ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომის სტატუტიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის წამებისა და მკვლელობის გამოძიებას. სასამართლოს გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას; ნათქვამია, რომ ის მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას.
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
კომენტარები