დილმა — №1 ცეილონის ჩაი უკეთესი კომუნიკაციისთვის
მაღაზიების დახლებზე, ალბათ, უკვე შეამჩნიეთ ერთად ჩამწკრივებული ფერად-ფერადი ყუთები. ვინც ჯერ კიდევ არ იცით, ეს დილმაა — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე ხელით დაკრეფილი ცეილონის ჩაი. ყუთების ფერები კი მასში მოთავსებულ ჩაის განსხვავებულ გემოებს აღნიშნავს.
შრი-ლანკურ ჩაის კულტურასა და ცეილონის ჩაის მთავარ მწარმოებელ დილმაზე უფრო მეტის მოსაყოლად ამ საუცხოო ტროპიკულ ქვეყანა-კუნძულზე ევროპროდუქტისა და Movement-ის გუნდმა იმოგზაურა. ვიდეოში გაიგებთ, რა დატვირთვა აქვს ჩაის ადგილობრივებისთვის, რატომ უნდა იყოს ის აუცილებლად საუკეთესო და რატომ იჩენენ მისი წარმოებისას ამხელა სიფრთხილეს.
საუკუნეებით განმტკიცებული ჭეშმარიტებაა, რომ ჩაის თანხლებით კომუნიკაცია და ერთმანეთთან დაახლოება უფრო მარტივი და სასიამოვნოა. დილმაც ნამდვილი ცეილონის ჩაის შექმნით სწორედ ამ პროცესის გამარტივებასა და ერთმანეთთან უკეთესი კომუნიკაციის დამყარებაში დახმარებას ცდილობს.
ცეილონის ჩაი საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ შემოვიდა. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუკი მის დაგემოვნებამდე უფრო მეტს გავიგებთ ჩაის ამ სახეობასა და მის უმსხვილეს მწარმოებელ დილმაზე.
მის სამშობლოში, შრი-ლანკაში ამბობენ, რომ ცეილონის ჩაი ბუნების მიერ ადამიანებისთვის გაღებული ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.
ნამდვილი ცეილონის ჩაი მხოლოდ შრი-ლანკაში იწარმოება
ცეილონის ჩაის სამშობლო შრი-ლანკაა, ტროპიკული კუნძული, რომლის კლიმატური პირობები და ნიადაგი საუკეთესო კომბინაციას ქმნის უმაღლესი ხარისხის ჩაის საწარმოებლად. თუმცა, მისი ნამდვილი გემოს მისაღებად მხოლოდ ეს არ კმარა — შრი-ლანკაში მცენარის მოყვანისა და დამუშავების საკუთარი მეთოდები აქვთ. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წესი ჩაის ხელით დაკრეფაა, რაც შესაძლებელს ხდის ნედლი ფოთლებისა და ჩაის ყლორტების საგულდაგულოდ შერჩევას, დახარისხებასა და გასუფთავებას. მეორე მთავარი წესი კი მისი დამზადებისას ნებისმიერ არაბუნებრივ დანამატზე უარის თქმაა.
დილმა — №1 ჩაის ბრენდი შრი-ლანკაში
ამ წესების დაცვით, ნამდვილ ცეილონის ჩაის ოჯახური კომპანია დილმა აწარმოებს. მისი ისტორია 1985 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც შრი-ლანკელმა მერილ ჯეი ფერნანდომ ჩაის მოყვანისა და დამუშავების მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა და თავად გადაწყვიტა საკუთარი საწარმოს შექმნა. კომპანიის სახელწოდებად შვილების — დილანისა და მალიკის — სახელების პირველი ასოები შეარჩია და ასე მიიღო დილმა. დღეს ის ბიზნესს ოჯახთან ერთად უძღვება და შრი-ლანკაში უკვე 35 წელია — ნომერ პირველ, მსოფლიოში კი ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ხარისხის ჩაის ქმნის.
ამ ისტორიის წერა მამაჩემმა დაიწყო, რადგან მისი ოცნება იყო, ჩაის მოყვარულებისთვის ნამდვილი ჩაი შეეთავაზებინა. ეთიკური ჩაი, რომელიც იქნებოდა, სუფთა და კარგი ხარისხის და, ამავე დროს, დიდი სიყვარულით შექმნილი
ჩვენი მიზანი, საუკეთესო ჩაის წარმოების გარდა, მსოფლიოში სიკეთის გავრცელებაცაა, რადგან დილმაში ყველაზე მეტად სიკეთის გვჯერა. სწორედ ამიტომ ზრუნვა და პატივისცემა უდევს საფუძვლად ყველაფერს, რასაც ჩვენ ვქმნით
დილმა, შრი-ლანკის ნომერ პირველი ჩაის მწარმოებლის გარდა, ქველმოქმედების საუკეთესო მაგალითიცაა. ის მოგების ნაწილს თავის საქველმოქმედო ფონდში დებს. ფონდის თანხები უთანასწორობასთან ბრძოლასა და განათლების ხელშეწყობას ხმარდება. დილმა ფლობს გარემოს დაცვის ორგანიზაციასაც, რომლის მიზანიც მდგრადი აგრომეურნეობის განვითარება, გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ბუნებაში არსებული პრობლემების აღმოფხვრაა.
სწორედ ამგვარი ეთიკური მიდგომებითა და ჩაის წარმოების შრი-ლანკური წესის ზედმიწევნით დაცვით იქმნება ნამდვილი ცეილონის ჩაი — დილმა, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ყველა მათგანში.
ნამდვილი ჩაის მოყვარულები დილმას შეძენას ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელში, ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში შეძლებთ.
-
ისტორიაში პირველად, აღბეჭდეს ძროხა, რომელიც საგანს იყენებს ისტორიაში პირველად, აღბეჭდეს ძროხა, რომელიც საგანს იყენებს
გადახედვა
-
ინფარქტის შემდეგ ადამიანის გულის ქსოვილს რეგენერაცია შეუძლია — კვლევა ინფარქტის შემდეგ ადამიანის გულის ქსოვილს რეგენერაცია შეუძლია — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
20 ფილმი, რომელსაც 2026 წელს 20 წელი უსრულდება 20 ფილმი, რომელსაც 2026 წელს 20 წელი უსრულდება
გადახედვა
-
2025 წელს ოკეანეები რეკორდულად გათბა — ჰიროსიმას 12 ატომური აფეთქების ენერგია წამში 2025 წელს ოკეანეები რეკორდულად გათბა — ჰიროსიმას 12 ატომური აფეთქების ენერგია წამში
გადახედვა
-
გოგა ხაინდარავა "ფორმულას" უჩივის გოგა ხაინდარავა "ფორმულას" უჩივის
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღეს სომხეთი განახორციელებს პირდაპირ გადაზიდვებს ილჰამ ალიევი: ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღეს სომხეთი განახორციელებს პირდაპირ გადაზიდვებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ტყიბულში დაცვისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა მიხეილ შუფუტინსკის მუსიკის გამო იჩხუბეს ტყიბულში დაცვისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა მიხეილ შუფუტინსკის მუსიკის გამო იჩხუბეს
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე: მოწყალების დღეს ყველაზე არაკაცური ქმედება ჩაიდინეთ! ზვიად ცეცხლაძე: მოწყალების დღეს ყველაზე არაკაცური ქმედება ჩაიდინეთ!
გადახედვა
-
ალან გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის მთავრობა დაითხოვა ალან გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის მთავრობა დაითხოვა
გადახედვა
-
ვალენტინოს ხსოვნისადმი მიძღვნილი წითელი კაბების კოლექცია ვალენტინოს ხსოვნისადმი მიძღვნილი წითელი კაბების კოლექცია
გადახედვა
-
ChatGPT-ს მომხმარებლის ასაკის ამოცნობის ფუნქცია ემატება ChatGPT-ს მომხმარებლის ასაკის ამოცნობის ფუნქცია ემატება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: გამოსავალი არის ერთი და ერთადერთი — ახალი არჩევნები... ის პარტიები, რომლებიც დღეს იქმნებიან, უთუოდ გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან სალომე ზურაბიშვილი: გამოსავალი არის ერთი და ერთადერთი — ახალი არჩევნები... ის პარტიები, რომლებიც დღეს იქმნებიან, უთუოდ გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან
გადახედვა
-
სერიალები, რომლებიც 20+ წელს ითვლის სერიალები, რომლებიც 20+ წელს ითვლის
გადახედვა
-
საიამ სტრასბურგის სასამართლოში ქართველი სამხედრო პირების, მათ შორის, გიორგი ანწუხელიძის საჩივრებზე რუსეთის წინააღმდეგ წერილობითი პოზიცია წარადგინა საიამ სტრასბურგის სასამართლოში ქართველი სამხედრო პირების, მათ შორის, გიორგი ანწუხელიძის საჩივრებზე რუსეთის წინააღმდეგ წერილობითი პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ზოდელავა "ოცნების" ხელისუფლების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ზოდელავა "ოცნების" ხელისუფლების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ტანკერ Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვაზუსტებთ საგარეო უწყება: ტანკერ Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვაზუსტებთ
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური, პატიმრების გაშიშვლებასთან დაკავშირებით, ნანა სანდერსის განცხადებას ეხმაურება პენიტენციური სამსახური, პატიმრების გაშიშვლებასთან დაკავშირებით, ნანა სანდერსის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
დონალდ ტრამპმა ღაზას მშვიდობის საბჭოში საქართველო არ მიიწვია — მოსაწვევები მიიღეს ალიევმა და ფაშიანიანმა დონალდ ტრამპმა ღაზას მშვიდობის საბჭოში საქართველო არ მიიწვია — მოსაწვევები მიიღეს ალიევმა და ფაშიანიანმა
გადახედვა
-
Beyond Taste - Lamborghini Tbilisi-ს ექსკლუზიური ვახშამი სერვისცენტრში Beyond Taste - Lamborghini Tbilisi-ს ექსკლუზიური ვახშამი სერვისცენტრში
კომენტარები