ლიბერთი შშმ პირთა მომსახურებისთვის გაეროს კონვენციის სტანდარტებს დანერგავს
ფოტო: ლიბერთი
ლიბერთი ბანკმა და არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციის შესაბამისი სტანდარტის დანერგვა დააანონსეს და საზოგადოებას მისაწვდომობის შეფასების ანგარიში გააცნეს.
ლიბერთის ახალი გუნდის ინიციატივით, შშმ პირებისათვის საბანკო პროდუქტების მისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიერ ჩატარდა აუდიტი და შეიქმნა მისაწვდომობის შეფასების დოკუმენტი.
კერძო სექტორსა და კომერციულ ბანკებში, შეფასების საერთაშორისო მეთოდოლოგია პირველად იქნა გამოყენებული. ამიტომ, ლიბერთიმ აღნიშნული პროცესის წარსამართად მოიწვია ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება და უშუალოდ შშმ პირები. ექსპერტების ჯგუფმა იხელმძღვანელა რამდენიმე მსგავსი მეთოდოლოგიით და ანალოგების სინთეზით შეიქმნა საფუძვლიანი ანგარიში, რომელიც ბანკში შშმ პირთა გაუმჯობესებულ მომსახურებას შეუწყობს ხელს. შეფასების დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნება ლიბერთის სამუშაო გეგმა, რომელიც შშმ პირებისთვის მისაწვდომს გახდის საბანკო მომსახურებას, მომსახურების სტანდარტები კი სრულად იქნება მორგებული შშმ პირთა გაეროს კონვენციის სტანდარტებს.
"ჩვენი გუნდის ძალისხმევა ლიბერთის ტრანსფორმაციის, ინოვაციური საბანკო პროდუქტების დანერგვისა და სერვისის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ლიბერთის სტრატეგია — ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის ადამიანებზე ზრუნვას ითვალისწინებს. ჩვენი ხედვაა გავაუმჯობესოთ ადამიანების და მათი ოჯახების ცხოვრება საქართველოში და შევთავაზოთ მათ მარტივი და ხელმისაწვდომი საბანკო პროდუქტები და სერვისი.
ლიბერთი მესამე სისტემური ბანკია, ყველაზე ფართო ქსელით. ჩვენ უკვე მრავალი წელია ვემსახურებით შშმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს. ტრანსფორმაციის პროცესში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადაპტირებული გარემოს შექმნა და მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზება. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ჩართული არიან გამოცდილი ექსპერტები და შშმ პირები რომლებიც დაგვეხმარებიან სწორად წარვმართოთ პროცესები და შევქმნათ სამოქმედო გეგმა", — თეა ლეშკაშელი გენერალური დირექტორის მოადგილე, საოპერაციო დირექტორი.
"ლიბერთი ბანკის ინიციატივა საკუთარი საქმიანობა შეეფასებინათ კრიტიკულად იმისათვის, რომ დაეწყოთ პოზიტიური ცვლილებები, იყო გულწრფელი და საქმეზე ორიენტირებული. რის გამოც სიამოვნებით ჩავერთეთ მათთან ერთად ამ საქმეში. ამ ინიციატივით დაიწყო ბანკმა სისტემური ცვლილებების განხორციელება. ჩვენ, ვალდებულებიც ვართ ვიმუშაოთ ყველა მნიშვნელოვან აქტორთან. როცა კერძო სექტორი აინიცირებს ამგვარ ცვლილებებს ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და მხარდასაჭერი ადამიანის უფლებების სტანდარტების გაზრდისთვის. მუშაობა პარტნიორული მიდგომებით არის ყველაზე მოკლე და ეფექტური გზა შშმ პირთა წინაშე არსებული გამოწვევების სწრაფი მოგვარებისთვის", — ანა აბაშიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი.
-
სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა
გადახედვა
-
"ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო "ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით
-
შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა" შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა"
გადახედვა
-
მალხაზ მაჩალიკაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს მალხაზ მაჩალიკაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა
გადახედვა
-
მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა
გადახედვა
-
საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ
გადახედვა
-
"გასაიდუმლოებული ანგარიში, "ომის სამინისტრო", თავდაცვის ხარჯების 1.15 ტრილიონამდე ზრდა — რა წერია აშშ-ის კონგრესის NDAA აქტში საქართველოზე? "გასაიდუმლოებული ანგარიში, "ომის სამინისტრო", თავდაცვის ხარჯების 1.15 ტრილიონამდე ზრდა — რა წერია აშშ-ის კონგრესის NDAA აქტში საქართველოზე?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის
-
ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით
-
შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს
გადახედვა
-
სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული
გადახედვა
-
ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა
გადახედვა
-
საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ
გადახედვა
-
პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს
-
ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა
გადახედვა
-
ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია — ირაკლი ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხაზე ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია — ირაკლი ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხაზე
გადახედვა
კომენტარები