ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში ვიზიტს ერთად გამართავენ. როგორც პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი აცხადებს, იქნება თუ არა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციის ხელმძღვანელი, სავარაუდოდ ხვალ გადაწყდება.

"შალვა პაპუაშვილი იქნება თუ არა დელეგაციის ხელმძღვანელი, გადაწყდება ხვალ, სავარაუდოდ და იმ შემთხვევაშიც, თუ შალვა იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი, ოპოზიციის ის შემადგენლობა, ვინც ვაპირებდით წასვლას, წავალთ მასთან ერთად", — ამბობს იოსელიანი.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ დელეგაციის ვიზიტი, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს შედგება.

"გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დელეგაცია და ვიზიტი შედგეს კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, სხვა საორგანიზაციო საკითხები არის გადაწყვეტის პროცესში. მთავარი არის ის, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ დელეგაციით ვიზიტი მოხდეს უკრაინაში", — თქვა მან.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში