ირაკლი კობახიძე

1 Apr. 2022, 00:44

თუ ვინმე ვერ გვასწავლის ჩვენ იმას, რომ როგორი არ უნდა იყოს საგარეო კუთხით საქართველოს პოლიტიკა, ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ გვახსოვს მათი "თამამი ნაბიჯები", რამაც შედეგად მოგვიტანა ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ეს იყო მათი სითამამის შედეგი. ამ სითამამესთან ერთად, ჩვენ გვახსოვს ისინი გაქცეულები წითელი ხიდიდან [...] მათ უნდა გვაცალონ ჩვენ საგარეო პოლიტიკის წარმოება, იმ პოლიტიკის წარმოება, რომელიც ხორციელდება უკვე 9 წელიწადზე მეტია საქართველოში და რომელმაც შედეგად მოგვცა ის, რომ დამატებითი წინსვლა რუსეთს საქართველოში არ ჰქონია.

წინსვლა 2012 წლმადე იყო სერიოზული, ტერიტორიების კუთხით, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების დაუფლების კუთხით, NATO-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. რუსეთის წინსვლა იყო ძალიან სერიოზული 2004-დან 2012 წლამდე, ეს წინსვლა 2012 წლის შემდეგ შეჩერდა. ამ შეჩერების მთავარი მიზეზი არის ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველო აწარმოებს დღემდე, იგივე რუსეთთან მიმართებით. ეს პრაგმატული პოლიტიკა გაგრძელდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…