როგორ აფასებს კულება ევროპული საბჭოს განცხადებას "უკრაინის ევროპული მისწრაფებების აღიარებაზე"
საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით ნიშნავს "რევოლუციას" ევროკავშირთან დაახლოების საქმეში. თუმცა, კულებამ აღიარა, რომ სამიტის შედეგები საკმაოდ არაერთგვაროვანია, რადგან უკრაინას სურდა მიეღო კანდიდატის სტატუსის პოლიტიკური აღიარება ევროკავშირის ლიდერების ამ შეხვედრაზევე.
"თუმცა, თუ შევადარებთ ჩვენს მოლოდინებს სამი კვირის წინ, ის, რაც წუხელ მოხდა, არის რევოლუცია, რომელმაც ჩვენი ევროკავშირის წევრობა ლიანდაგებზე დააყენა. ჩვენ ლიანდაგზე დაგვაყენეს და ჩვენი მატარებელი წავიდა ევროკავშირისკენ", — ევროპეისკაია პრავდას ინფორმაციით, ამის შესახებ მინისტრმა ტელეეთერში განაცხადა.
კულებამ დასძინა, რომ ახლა დარწმუნებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმატებაში.
"დღეიდან ჩვენ, უკრაინელებმა, 100%-ით ვიცით, რომ გავხდებით ევროკავშირის წევრი. ერთადერთი საკითხია, როდის მოხდება ეს", — განაცხადა მან.
გამოცემის ინფორმაციით, მინისტრმა თავი შეიკავა პროგნოზირებისგან, როდის არის მოსალოდნელი შემდეგი ეტაპები.
ამ თემას უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკიც და განაცხადა, რომ იციან ვინ დაუჭირა ვერსალში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე მათ მხარი და "ვინ იყო ჩუმად".
ვერსალში შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ევროპულმა საბჭომ "აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები". ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, მხარი დაუჭირონ უკრაინას "ევროინტეგრაციის გზაზე".
"2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, უკრაინის მიერ საკუთარი ბედის არჩევის უფლების განხორციელებისას, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და შესთავაზა ევროკომისიას, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ფუძემდებლური შეთანხმებების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით. ამის მოლოდინში და დაუყოვნებლად, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზის გასაგრძელებლად", — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის არანაირი თარიღი, როდის მიიღებს უკრაინა კანდიდატი წევრის სტატუსს. შეხვედრამდე ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ არსებობს. რუტემ აღნიშნა, რომ კომისიებს წევრობის განაცხადის შეფასება ევალებათ, რაც შემდეგ საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუმცა ამას შესაძლოა, თვეები, ან წელიწადიც დასჭირდეს. შეხვედრის შემდეგ კი ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უთხრეს დიახ უკრაინის ევროინტეგრაციას. მისი თქმით, პროცესი დაიწყო.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები