მსოფლიო ერთად უნდა დადგეს ამ ბოროტების დასასრულებლად — კუჭავა მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვაზე
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი კახა კუჭავა მარიუპოლში საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება და ამბობს, რომ მსოფლიო ამ ბოროტების დასასრულებლად ერთად უნდა დადგეს.
"წარმოუდგენელია! გაუგონარი სისასტიკე! სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა?! მსოფლიო ერთად უნდა დადგეს ამ ბოროტების დასასრულებლად!" — წერს ის.
გუშინ, 9 მარტს რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის სამშობიარო დაბომბეს. დაჭრილი და დაღუპულია რამდენიმე ქალი.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჯერ კიდევ ქართული ოცნების გუნდშია. მმართველმა პარტიამ უკრაინასთან დაკავშირებული განცხადებების გამო, არაერთხელ მიიღო კრიტიკა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინელი პარტნიორებისგანაც.
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. მისი თქმით, რუსეთის სანქცირების შემთხვევაში, ფული, რომელიც საქართველოში შემოდის, "ხალხს მოაკლდება".
25 თებერვალს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ არავითარ საჭიროებას არ ხედავს უკრაინის საკითხზე პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევის და მას თავისი საქმე აქვს, პარლამენტსაც თავისი საქმე აქვს, ომი კი უკრაინაში მიმდინარეობს.
მოსახლეობამ ღარიბაშვილის განცხადება გააპროტესტა და ათასობით ადამიანი პარლამენტთან შეიკრიბა. ამის შემდეგ ზელენსკიმ Twitter-სა და საკუთარ ვიდეომიმართვაში ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ "არის დრო, როცა მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ არიან მთავრობაზე უკეთესები".
28 თებერვალს უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა ტვიტი 4 ენაზე გამოაქვეყნა და ქართველ ხალხს მიმართა — "თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში". პირველ მარტს კი ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები