არ ვიცი, როგორ გადავრჩეთ — კიბოთი დაავადებული უკრაინელი ბავშვები ალყაში არიან
ჩერნიგოვის ბავშვთა საავადმყოფოს ონკოლოგიურ განყოფილებაში პაციენტები კიბოს ებრძვიან. ქალაქი რუსი ჯარისკაცებით არის გარშემორტყმული და საავადმყოფოს ტკივილგამაყუჩებლებისა და საკვების მარაგი ეწურება.
"არ ვიცი, როგორ გადავრჩეთ, რადგან მეტი რესურსი არ გვაქვს", — განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა, რომელთან ერთადაც პალატებში 11 ბავშვი, მათი მშობლები და სამედიცინო პერსონალია.
პოლონეთისა და სლოვაკეთის საავადმყოფოები თანახმა არიან, რომ ბავშვები გადაიყვანონ და მკურნალობის გაგრძელების პასუხისმგებლობა აიღონ, თუმცა პაციენტების გადაყვანა ვერ ხერხდება, რადგან ქალაქი ჩერნიგოვი ფაქტობრივად ალყაშია.
ჩერნიგოვი კიევიდან 150 კილომეტრში მდებარეობს და ბელორუსის საზღვართანაც ახლოსაა. რამდენიმე დღის წინ რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს და მშვიდობიანი ადგილები დაბომბეს, მათ შორის სახლები, საბავშვო ბაღი და ბაზარი. ორი დღის წინ ონკოლოგიური საავადმყოფოდან 200 მეტრში რუსული ჭურვი ჩამოვარდა, რის შემდეგაც პაციენტები საავადმყოფოს სარდაფში გადაიყვანეს.
"კიბოთი დაავადებულ ადამიანებს ბევრი ტკივილგამაყუჩებელი სჭირდება, რომლებიც სხვა მედიკამენტებთან შედარებით უფრო რთულად იშოვება. ახლა კი ყველანაირი მარაგი გვეწურება", — ამბობს ერთ-ერთი ექიმი. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, საავადმყოფო ომისთვის მომზადებული არ იყო და თავშესაფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რასაც COVID-19-ის რისკებიც ემატება.
" აქ საკუთარი იარაღებით ვართ და მშობლები ჩვენი შვილების დაცვას ყველანაირად შევეცდებით. მზად ვართ, ჩვენი სიცოცხლე გავწიროთ, მაგრამ არ გვინდა, რომ ამ ყველაფერს ჩვენი შვილების სიცოცხლე შეეწიროს", — ამბობს ერთ-ერთი ბავშვის მამა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები