საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოსთვის კვლავ პრობლემურია — TI-ის ანგარიში
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის არჩევნებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოსთვის კვლავ პრობლემურია. ორგანიზაცია მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის რამდენიმეს უსვამს ხაზს, კერძოდ:
- საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის, სამსახურიდან გათავისუფლების და ოპოზიციური პარტიების კანდიდატების შევიწროების სავარაუდო შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება;
- საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების პოლიტიზების მაღალი ხარისხი და მათ მიერ საარჩევნო დავების არაეფექტიანად და არაკეთილსინდისიერად წარმართვა;
- როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე საჯარო სამსახურების პოლიტიზება და მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიაში მასშტაბური ჩართვა;
- საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება და სხვა.
აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
ორგანიზაციის განცხადებით, წინა წლის აგვისტო-სექტემბერში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერების სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებისა და ზეწოლის ფაქტები შეისწავლეს, 17 პირის შემთხვევაში კი პოლიტიკური ნიშნით შევიწროების ნიშნები გამოიკვეთა. როგორც ისინი აღნიშნავენ, სასამართლოებში საქმეთა უმრავლესობა კვლავ არ განუხილავთ.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო სუბიექტების ვადის ამოწურვის შემდეგ არაერთი ოპოზიციური პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების მხრიდან საარჩევნო სიებში მათი კანდიდატების მიმართ სავარაუდო ზეწოლაზე საუბრობდნენ. ორგანიზაციის განცხადებით, ასეთი ცნობების სიმრავლით გახარიას პარტია გამოირჩეოდა, თუმცა მსგავს შემთხვევებზე პარტია გირჩი — მეტი თავისუფლება, ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელიც საუბრობდა. ორგანიზაცია განმარტავს, რომ შიშის გამო ზოგს ამ ფაქტების დადასტურება არ სურდა, რის გამოც, მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელი იყო. მათივე ცნობით, ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საკმარისი კანდიდატების არარსებობის გამო საშიშროება გაჩნდა, რომ პარტიული სიები გაუქმებულიყო, რაზეც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადეკვატური რეაგირება ჰქონდა — ცესკომ მიიღო დადგენილება, რომ პარტიული სიის რეგისტრაცია აღარ გაუქმდებოდა, თუ თავისი განცხადებით კანდიდატურის მოხსნის გამო პარტიულ სიაში კანდიდატების რაოდენობა პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრებზე ნაკლები იქნებოდა.
ამასთან, ივნისსა და ივლისში ცესკოს თავმჯდომარისა და ორი ახალი წევრის შერჩევის პროცესი ისე წარიმართა, რომ მმართველმა პარტიამ უბრალო საპარლამენტო უმრავლესობის თანამდებობებზე მისთვის სასურველი კანდიდატურები დაამტკიცა, მათ ოპოზიციის მხარდაჭერა არ ჰქონდათ.
ასევე, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რეფორმა, რომელიც საჩივრების ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობას იძლეოდა, ჩართულ მხარეებს დავების წარმოება გაუიოლა, თუმცა მთლიანობაში დავების განხილვისას, როგორც პირველი, ასევე, მეორე ტურის დროს კვლავ ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. TI-ის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ დარღვევის ამსახველი ვიზუალური მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, საარჩევნო კომისიები და სასამართლოები საქმეზე ჭეშმარიტების დადგენით დაინტერესებულები არ იყვნენ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამით მთლიანი სისტემის პოლიტიზების მაღალი ხარისხი გამოკვეთა.
გარდა ამისა, ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა, ქუთაისის ერთ-ერთი საარჩევნო ოლქის წევრის, იზა ჩირგაძის ბრიფინგი, რომელმაც ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. ნახსენებია ისიც, რომ ბრიფინგიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ჩირგაძე გაუჩინარდა და კომუნიკაცია შეწყვიტა, როგორც მედიასთან, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთანაც. თუმცა მოგვიანებით, მან ზეწოლა უარყო.
სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
ანგარიშში ნახსენებია, რომ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები, სადაც 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებებიც აისახა, პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად, ისეთი უარყოფითი დებულებებიც შევიდა, რამაც რეფორმის მნიშვნელობა დააკნინა და მმართველი პარტიის ინტერესებს მოარგო.
ანგარიშში მოხვდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებიც, რითაც, ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ორივე საკანონმდებლო ცვლილება ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა უარყოფითად შეაფასა.
ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
ორგანიზაციის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში 17 ისეთი სახელმწიფო პროგრამა/ინიციატივა გამოარჩიეს, რომელიც საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებად შეიძლება იქნეს მიჩნეული.
რეკომენდაციები
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ანგარიშში ნათქვამია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა მაქსიმალურად სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ არჩევნებში ჩართული მხარეების წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ძალადობის, ზეწოლისა და სხვა დანაშაულის შემცველი ფაქტები. ამასთან, შსს ოპერატიულად უნდა აქვეყნებდეს არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებზე ინფორმაციას.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, არჩევნების შედეგების გადათვლის პროცესში მეტი რეგულირების საჭიროებას. ამასთან, მიაჩნიათ, რომ ამ პროცესში დაინტერესებული პირის მხრიდან საჩივრის შედგენის პროცედურა მოწესრიგებული არ არის და ეს დადგენილებით უნდა დარეგულირდეს.
TI ხაზს უსვამს, რომ პარტიებმა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების საარჩევნო აგიტაციაში მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩართვისგან, ასევე, ხელისუფლებამ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მასშტაბური სოციალური პროგრამების ინიცირებისგან თავი უნდა შეიკავოს.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ოლქებში უბნების პარალელურად დათვლის პრაქტიკა გადასახედია. მათი განცხადებით, უნდა გადაითვალოს არა მხოლოდ ნამდვილი და ბათილი დოკუმენტები, არამედ უბნიდან შემოსული საარჩევნო დოკუმენტაცია, სამაგიდო სიების ჩათვლით. მათი განმარტებით, უნდა განისაზღვროს საეჭვო ბიულეტენთა დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი, იმისთვის, რომ არაერთგვაროვანი მიდგომის საფრთხე აღმოიფხვრას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები