ჩემი პროფესია ჩემი თვალი იყო, თვალი აღარ მაქვს იმისთვის, რომ საქმე შევასრულო — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი
პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის განცხადებით, 5 ივლისს ძალადობრივ კონტრაქციის შემდეგ სათვალის გარეშე ვერ ხედავს და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.
"პირველად რომ შემიყვანეს საავადმყოფოში, მეოთხე თუ მეხუთე დღეს გამომწერეს, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ვერაფერს ვხედავდი. როდესაც გამომიშვეს საავადმყოფოდან, 2-3 დღე ვიყავი სახლში და მერე ისევ ძალიან მძიმედ გავხდი. შემატრიალეს კლინიკაში. რამდენიმე დღე ვიწექი, შემდეგ გამომწერეს და მერე და მერე კიდევ ცუდად გავხდი, შემატრიალეს სხვა საავადმყოფოში.
რამდენი წელია ტელევიზიაში ვმუშაობ და ჯანმრთელობის პრობლემა არ მქონია არასდროს, დაზღვევაც კი არ მაქვს ამ დრომდე. ახლა, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ფაქტობრივად, ტელევიზიაში ვარ გასული, მაგრამ პენსიაზე ვარ, რადგან დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებ. მეხსიერებაზე მაქვს პრობლემა, მავიწყდება რაღაცები. ჩემი პროფესია ჩემი თვალი იყო, თვალი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო.
ამ ინციდენტის შემდეგ სათვალე მიკეთია, მანამდე არ მკეთებია. სათვალის გარეშე ვერ ვხედავ. სამსახურში პრაქტიკულად ფუნქცია დაკარგული მაქვს, რადგან დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებ, მაქსიმუმ ლაივ-ჩართვა გავაკეთო, კამერა შტატივზე დავდგა, ჟურნალისტი დადგება, გავუშვებ, გავთიშავ და შევიტან ტელევიზიაში", — თქვა მან პროცესზე.
5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან უმრავლესობა მედიის წარმომადგენელია. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს, აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
5 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადება, რომელმაც თბილისი პრაიდი გააკრიტიკა და თქვა, რომ ღირსების მარში მოსახლეობის უმრავლესობისთვის არის მიუღებელი და "აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე".
"ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას რომ ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი წესები და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენ წესებსა და ტრადიციებს", — აცხადებდა პრემიერმინისტრი.
ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები