ტრადიცია და ინოვაცია — როგორ იქცა ქართული ქსოვილი მეამას წარმატებული გემოს ფორმულად
ერთი ყლუპით სიყვარულის გჯერათ?
მეამაში სჯერათ. და, სიმართლე ითქვას, ამის მიზეზიც აქვთ — ყავის კაფსულების მწარმოებელი ქართული ბრენდი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ დაფუძნდა, უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ "ყავომანებს" შორის.
ეჭვად მაქვს, ამ სტატიის მკითხველების უმეტესობა დილის რუტინას სწორედ რომ ყავით იწყებს. საქართველოში მცხოვრები ადამიანები ყოველწლიურად, დაახლოებით, 5 000 ტონამდე ყავას მოიხმარენ. ამდენ მომხმარებელს, რა თქმა უნდა, განსხვავებული გემოვნება აქვს, თუმცა, ვინც მეამას ყავა ერთხელ მაინც გასინჯა, მასზე თავდავიწყებით შეყვარებული გახდა.
რატომ?
ალბათ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში დამზადების ინოვაციური ტექნოლოგია სრულიად განსხვავდება ყავის შექმნის საუკუნოვანი ტრადიციებისგან. რუდუნებით დაფქული და ნაზავის სახით კაფსულებში მოთავსებული ყავა საგემოვნო თვისებებითაც გამოირჩევა და ხარისხითაც.
მეამა თავის მომხმარებელს რამდენიმე სხვადასხვა გემოს ყავას სთავაზობს — კარამელი, ვანილი, ქოქოსი... მოკლედ, სულო და გულო, რაც გინდა.
ორნამენტული გემო და ქართული ტრადიცია
თუმცა, ბრენდი, პროდუქციის გარდა, კოლაბორაციებითაც იცნობაო. მეამა კი კოლაბორაციების დიდი მოყვარული გახლავთ — ის კი არა, საკუთარ მომხმარებელთან თანამშრომლობით მეამა ქოლექთიც კი შექმნეს — სწრაფი და სასიამოვნო მომსახურების ობიექტი. საქართველოს ოთხ ქალაქში — თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში — დღეს უკვე 16 ასეთ ობიექტს იპოვით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კოლაბორაცია, რომელიც ყავის ქართული ბრენდის სახელს უკავშირდება, ქართული ქსოვილია. დარწმუნებული ვართ, თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტი, გაგონილი თუ არა, ნანახი მაინც გექნებათ — უნიკალური ქართული ორნამენტები ხომ უკვე არაერთი კომპანიის ბრენდინგის ნაწილი გახდა.
კამპანია ქართული ქსოვილი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად 2018 წელს დაიწყო და მის მთავარ ამოცანად ისტორიის გაცოცხლება და ქართული ტრადიციების ახლებური ინტერპრეტაციით წარმოჩენა დასახა. ამ მიზნით გამოიცა წიგნიც — ქსოვილი საქართველოდან — სადაც 200-ზე მეტი ფრესკიდან აღებულ 300-მდე პატერნს მოეყარა თავი. მათ შესაგროვებლად მკვლევრების ჯგუფი ორი წლის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა კუთხესა და ისტორიულ ტაძრებს სტუმრობდა.
კამპანიის შემქმნელებს ყველაზე მეტად ის სურდათ, ეს ისტორიული მემკვიდრეობა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში ასახულიყო და ამიტომ დაიწყეს თანამშრომლობა ქართულ ბრენდებთან და სტარტაპებთან. კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ, ორნამენტებისა და პატერნების გამოყენებით ახალი პროდუქცია ან კოლექცია შეექმნათ. ასე აღმოჩნდნენ უნიკალური გამოსახულებები ტაძრის კედლის მხატვრობიდან სამოსზე, აქსესუარებზე და სხვა ნივთებზე.
როგორც უკვე ვთქვით, ერთ-ერთი ბრენდი, რომელმაც უნიკალურ პროექტთან კოლაბორაცია გადაწყვიტა, მეამაა. შესაბამისად, ამ თანამშრომლობით წარმოებულ პროდუქციას მეამას მაღაზიებშიც ნახავთ.
"ჩვენთვის საინტერესოა ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც ძველი ტრადიციების გაცოცხლებისა და მათი ახლებურად დანახვის საშუალებას გვაძლევენ", — აღნიშნავს მეამას მარკეტინგის დირექტორი, ნათია ჩომახაშვილი, — "სწორედ ამიტომ ჩავერთეთ ქართული ქსოვილის პროექტში თიბისისთან და ხელოვნების სასახლესთან ერთად და, ქართული გემოების შთაგონებით, შევქმენით ყავის ახალი კაფსულები ამერიკულ და ევროპულ ფორმატში".
როგორც გაიგეთ, ქართული ქსოვილის კამპანიაში მეამას ჩართულობა მხოლოდ შეფუთვის ახალი დიზაინით არ შემოიფარგლება. კომპანიამ ახალი ქართული გემოების შექმნა გადაწყვიტა — თავდაპირველად, მეამა ქოლექთისთვის ორი ახალი კოქტეილი დამზადდა, რომლის მთავარი ინგრედიენტი, არც მეტი, არც ნაკლები, ბადაგი იყო.
ორნამენტულ გემოებთან ერთად, მაინც დიდი დატვირთვა ჰქონდა შეფუთვას. ქართული ქსოვილის პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხომ ქვეყნის მემკვიდრეობის ვიზუალურად გაცოცხლებაა.
ხელშესახები ისტორიის წერა მეამამ წინასაახალწლოდ სამი ახალი გემოთი განაგრძო: შეიქმნა ნუშის, თაფლის ნუგბარის და ტყის თხილისა და შოკოლადის არომატის მქონე ყავის კაფსულები. ახალი პროდუქცია კვლავაც შესაფერისად ბრენდირებული შეფუთვით გაეშვა.
თანამშრომლობის ახალი ეტაპი
სანამ ჩვენ ახალი გემოებითა და შეფუთვის სილამაზით ვტკბებოდით, თიბისის და მეამას წარმომადგენლები გვპირდებოდნენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდებოდა. დიდხანს არ გვალოდინეს და სულ ახლახან გავიგეთ, რომ კოლაბორაციის მეორე ეტაპი დაიწყო. ეს ამბავი კი, ჩვენთან ერთად, პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა მხარეს ახარებს.
"მოხარულები ვართ, რომ საერთო მიზანი ვიპოვეთ ისეთ ძლიერ ბრენდთან, როგორიც მეამაა და გაერთიანებული ძალებით ვაგრძელებთ პროექტს, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ახალი აღმოჩენების დასაწყისია", — ამბობს თიბისის ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი, ნინო ეგაძე.
"ახალი აღმოჩენების დასაწყისი" — ამ შეფასების შემდეგ, ალბათ ზედმეტია პროექტის მნიშვნელობაზე საუბრის გაგრძელება. თიბისი, ისევე, როგორც მეამა, ხომ იმის მაგალითია, რა შედეგის მომტანია ტრადიციასთან შერწყმული ინოვაცია. ამიტომ იმაშიც ვართ დარწმუნებული, რომ ეს წარმატებული გემოს ფორმულაა.
კომენტარები