რატომ ვერ მიიღო ენკანტოს სიმღერამ We Don't Talk About Bruno ოსკარის ნომინაცია
ანიმაცია Encanto-ს სიმღერა We Don't Talk About Bruno ნამდვილ სენსაციად იქცა: არა მხოლოდ წლის, არამედ ზოგადად დისნეის სიმღერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ნამუშევარი გახდა.
ბოლო კვირების განმავლობაში ყველა ბრუნოზე ლაპარაკობს, ამის მიუხედავად, 8 თებერვალს გამოქვეყნებულ ოსკარების 2022 წლის ნომინანტებს შორის ეს სიმღერა არ აღმოჩნდა: წლის საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში ამ ანიმაციიდან მხოლოდ Dos Oruguitas მოხვდა.
ამ ფაქტმა ბევრის გაკვირვება გამოიწვია და აი, თურმე რაშია საქმე: როგორც Entertainment Weekly წერს, ამ კატეგორიაში თვითონ დისნეიმ წარადგინა მხოლოდ ესპანურენოვანი ბალადა ოსკარებზე და ანიმაციიდან სხვა სიმღერები საკონკურსოდ არ გაუგზავნია.
როცა დისნეიმ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ We Don't Talk About Bruno ჯერ ჰიტი არ იყო. თან დისნეის ოსკარებზე სიმღერის წარდგენის თავისებური სტრატეგია აქვს ხოლმე: უფრო ემოციურ ბალადებს აგზავნის საკონკურსოდ, ვიდრე ატაცებად ჰიტებს. მაგალითად, პოკაჰონტასიდან Colors of the Wind, მეფე ლომიდან Can You Feel the Love Tonigh და ალადინიდან A Whole New World. ჩამოთვლილი ანიმაციებიდან სხვა უფრო პოპულარული, გაცილებით მხიარული სიმღერებია ცნობილი, მაგრამ ისინი უპირატესობას უფრო "სერიოზულ" შესრულებებს ანიჭებენ.
თანაც ენკანტოდან Dos Oruguitas მართლაც განსაკუთრებით ემოციური სიმღერაა. თუ ის გამარჯვებასაც მოიპოვებს, მაშინ დისნეის პირველი არაინგლისურენოვანი ორიგინალური სიმღერა გახდება, რომელიც ოსკარს მიიღებს.
რაც, შეეხება We Don't Talk About Bruno-ს, ის ამერიკული მუსიკალური ჩარტების ლიდერი გახდა, რითაც პოპულარობით ისეთ ცნობილ ჰიტსაც კი აჯობა, როგორიცაა Let It Go.
აღსანიშნავია ისიც, რომ დისნეიმ Encanto-ს ქართულად გახმოვანებული სიმღერები Spotify-ზე გაავრცელა.
ოსკარების წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია 27 მარტს გაიმართება და სწორედ მაშინ გავიგებთ, ოქროს გლობუსის წარმატებას თუ გაიმეორებს ენკანტო.
იქამდე კი ნახეთ ოსკარის წლევანდელი ნომინანტების სრული სია.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები