8 მტკიცებულება, რომ ენდრიუ გარფილდის სპაიდერმენი მე-3 ფილმს იმსახურებს
გაფრთხილება: სტატია The Amazing Spider-Man-ის, The Amazing Spider-Man 2-ისა და Spider-Man: No Way Home-ის სპოილერებს შეიცავს!
ენდრიუ გარფილდმა სპაიდერმენის როლი პირველად 2012 წელს The Amazing Spider-Man-ში მოირგო, რომელსაც მალე მეორე ფილმიც მოყვა. სამწუხაროდ, ენდრიუს ფილმებმა, განსაკუთრებით კი მეორე ნაწილს ნაკლებად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, შედეგად კი ენდრიუს სპაიდერმენის ისტორია ნაჩქარევად — მეორე ფილმით დასრულდა.
შესაძლოა, The Amazing Spider-Man ისეთი გასაოცარი არ გამოდგა, როგორსაც ველოდით, თუმცა ფანები თითქმის ერთხმად თანხმდებიან, რომ ეს ყველაზე ნაკლებად ენდრიუს შესრულების ბრალი იყო. მართლაც, ენდრიუ რომ შესანიშნავი სპაიდერმენია, ამაში Spider-Man: No Way Home-მაც დაგვარწმუნა, რომლის მთავარი ვარსკვლავიც სწორედ მისი პიტერ პარკერია.
Spider-Man: No Way Home-ის ნახვის შემდეგ ენდრიუს შესრულებით აღფრთოვანებულმა ფანებმა მისი სპაიდერმენისთვის მესამე ფილმის გადაღების მოთხოვნით პეტიციაც კი წამოიწყეს. თავად ენდრიუმ კი მზაობა გამოთქვა, საყვარელ გმირს კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ უპასუხებს მარველი ფანების მოთხოვნას, ამიტომ მანამდე ენდრიუს სპაიდერმენის 8 გამორჩეულ მომენტს გთავაზობთ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ის მესამე ფილმს აუცილებლად იმსახურებს:
1. გვენ სტეისის სიკვდილი — The Amazing Spider-Man 2
მიუხედავად იმისა, რომ პიტერი ჰარი ოსბორნის შეჩერებას ახერხებს და გვენის დაჭერასაც ცდილობს, სამწუხაროდ, გვენ სტეისი კვდება. შენელებული კადრები და ენდრიუს პერსონაჟის რეაქცია ფილმის ყველაზე სევდიან სცენას ერთი ორად უფრო დასამახსოვრებელსა და ტრაგიკულს ხდის. ეს ხანმოკლე სცენა გვარწმუნებს, რომ ენდრიუ სპაიდერმენის როლის კიდევ ერთხელ მორგებას იმსახურებს.
2. ემჯეის გადარჩენა — Spider-Man: No Way Home
ენდრიუს სპაიდერმენის ისტორია მეორე ფილმითა და გვენ სტეისის სიკვდილით დასრულდა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ სუპერგმირად აქცევდა. რა თქმა უნდა, ფანებს ორი ფილმის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ჰქონდათ, თუმცა მარველის ახალ ფილმში ენდრიუს პიტერი კიდევ ერთხელ გამოჩნდა და "შეცდომაც" გამოასწორა: ენდრიუს სპაიდერმენმა გვენის მდგომარეობაში მყოფი ემჯეის გადარჩენა შეძლო, რამაც პერსონაჟსა და ფანებს სულიერი სიმშვიდე დაუბრუნა.
3. პიტერის პორტალში გამოჩენა — Spider-Man: No Way Home
ინტერნეტში უამრავი კლიპია, რომელიც მარველის ახალ ფილმში ენდრიუს გამოჩენაზე ფანების წივილ-კივილს გვიჩვენებს. როცა ერთი ადამიანის დაბრუნება ასეთ აჟიოტაჟს იწვევს, აშკარაა, რომ ის ადამიანი საკუთარი ტრილოგიის დასრულებას იმსახურებს!
4. ენდრიუს სპაიდერმენის დამოკიდებულება სხვა სპაიდერმენების მიმართ — Spider-Man: No Way Home
საერთო მიზეზი, რომელმაც Spider-Man: No Way Home ორმაგად შეგვაყვარა, ენდრიუს პიტერის ალტერნატიული სამყაროების პიტერებისადმი დამოკიდებულებაა. სწორედ ენდრიუს პიტერია სამეულს შორის სხვების შეხვედრით ყველაზე ბედნიერი. ენდრიუს პიტერი ტომისა და ტობის პერსონაჟებს ეუბნება, რომ ორივე ძალიან უყვარს და სულ უნდოდა, ძმები ჰყოლოდა. ასეთი სპაიდერმენი კი ეკრანზე კიდევ ერთხელ დაბრუნებას ნამდვილად იმსახურებს.
5. მანქანაში გაჭედილი ბავშვის გადარჩენა — The Amazing Spider-Man
ერთ-ერთ სცენაში პიტერი ხიდზე დგას და მანქანაში მჯდომი ბავშვის გადარჩენას ცდილობს, რომელსაც წყალში ჩავარდნა ემუქრება. ბავშვს მანქანიდან ამოსვლის ეშინია, საპასუხოდ კი სპაიდერმენი მას საკუთარ ნიღაბს აძლევს და არწმუნებს, რომ მანქანიდან ამოსასვლელად საკმარისად მამაცია. ეს პატარა სცენა ნებისმიერი მაყურებლის გულს მოიგებს.
6. როცა პიტერმა გვენის დასახმარებლად იმსახიობა — The Amazing Spider-Man 2
პიტერი ცდილობს, გვენს ოსკორპში დამალვაში დაეხმაროს და ამისთვის გვენის მდევრებს ოინებით აკავებს. ეს სცენა დაგარწმუნებთ, რომ ენდრიუს პიტერსაც შეუძლია, სასაცილო იყოს. რაც მთავარია, პიტერისა და გვენის ურთიერთობა ფილმს ერთი ორად უკეთესს ხდის.
7. ერთი ჩვეულებრივი დღე სპაიდერმენის ცხოვრებაში — The Amazing Spider-Man 2
ერთდროულად პირადი პრობლემების მოგვარება და ხალხის სამსახურში ყოფნა ნებისმიერი სპაიდერმენისთვის დამღლელია და გამონაკლისი არც ენდრიუს პიტერია. ამ სცენაში გაციებულ პიტერსაც ვხვდებით, რომელიც ქურდის დაჭერასთან ერთად გრიპის საწინააღმდეგო წამლებსაც ყიდულობს.
8. პიტერის მამასთან შეხვედრა (ამოჭრილი სცენა) — The Amazing Spider-Man 2
გვენის საფლავზე მყოფი პიტერი მამას ხვდება, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ყველას მკვდარი ეგონა. თავდაპირველად პიტერი არ იჯერებს, რომ მის წინ მდგომი კაცი მამამისია, თუმცა ბოლოს მათი საუბარი პიტერის ტირილში გადაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ფანებს განსხვავებული აზრი აქვთ იმასთან დაკავშირებით, უნდა ამოეჭრათ თუ არა აღნიშნული სცენა ფილმიდან, უნდა ვაღიაროთ, რომ ენდრიუს შესრულების ცრემლების გარეშე ყურება შეუძლებელია, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მას სპაიდერმენის როლში კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვიხილავდით.
ამავე თემაზე:
- 10 მტკიცებულება, რომ ენდრიუ გარფილდი ჩვენს უპირობო სიყვარულს იმსახურებს
- ენდრიუ გარფილდი მზადაა, სპაიდერმენის როლი ხელახლა მოირგოს
- 10 გამორჩეული მომენტი, რომელმაც Spider-Man: No Way Home წლის კინომოვლენად აქცია
- ფანები პეტიციით ენდრიუ გარფილდის სპაიდერმენის მე-3 ნაწილის გადაღებას ითხოვენ
- ტესტი: რომელი ადამიანი ობობა ხარ?
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები