ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მხარდამჭერთა 40% თვლის, რომ ბოლო 10 წელში კორუფციის მხრივ მდგომაროება გაუმჯობესდა. მმართველი პარტიის მომხრეთა 34%-ის აზრით, ამ კუთხით ვითარება არ შეცვლილა, 16%-ის აზრით კი — გაუარესდა.

აბსოლუტურად განსხვავებული მონაცემებია გამოკითხულ ოპოზიციის მხარდამჭერებში. ამ შემთხვევაში მდგომარეობას გაუმჯობესებულად თვლის მხოლოდ 4%, გაუარესებულად კი — 69%.

ეს შედეგები აჩვენებს, რომ ეროვნული საკითხების, კონკრეტულად კი კორუფციის მიმართ დამოკიდებულება პარტიული სიმპატიების მიხედვით განსხვავდება.

ფოტო: NDI

საზოგადოების განწყობა კვლევა საქართველოში NDI-ის დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა. აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.