ავღანეთის დასავლეთში, ქალაქ ჰერატში მიკროავტობუსში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 9 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულთაგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.

ინფორმაციას Reuters ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე თქმით, აფეთქების მიზეზი უცნობია. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი ამბობს, რომ აფეთქება ფურგონის ტიპის მანქანაში მოხდა, რომელიც ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა.

მას შემდეგ, რაც აგვისტოში თალიბანმა ავღანეთი დაიპყრო, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აფეთქებები და თავდასმხები გახშირდა.

31 აგვისტოს ოფიციალურად დასრულდა ევაკუაციის პროცესი და 20-წლიანი ომის შემდეგ ავღანეთი უკანასკნელმა ამერიკელმა სამხედრომაც დატოვა. 8 სექტემბერს მოლა ჰასან ახუნდის ხელმძღვანელობით, თალიბანმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. ძალაუფლების მიღების შემდეგ თალიბებმა არაერთი ადამიანი მოკლეს და დაჭრეს, მათ შორის, ისინი, ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ.

გაიგეთ მეტი: