რომის ყოფილმა პაპმა, ბენედიქტე XVI-მ ძალადობის შემთხვევებზე თვალი დახუჭა — გამოძიება
გერმანული იურიდიული კომპანიის, Westpfahl Spilker Wastl-ის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშის მიხედვით, რომის ყოფილმა პაპმა, ბენედიქტე XVI-მ "ბავშვზე ძალადობის ოთხზე მეტ შემთხვევაზე თვალი დახუჭა", როცა იგი მიუნხენის არქიეპისკოპოსი იყო.
პაპი ბენედიქტე, რომელსაც წინათ იოზეფ რაცინგერი ერქვა, აღნიშნულ პოზიციას 1977 წლიდან 1982 წლამდე იკავებდა. იგი ბრალდებებს უარყოფს.
თუმცა, სამღვდელო პირების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გახმაურებული შემთხვევების კვლევა, რომელიც გერმანულმა კომპანიამ ჩაატარა, საპირისპიროზე მიუთითებს. ანგარიში აცხადებს, რომ მღვდლებმა თავიანთი საქმიანობაც და ძალადობრივი ქმედებებიც მისი არქიეპისკოპოსობის პერიოდშიც განაგრძეს. კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მაშინ იყო, როცა ბენედიქტეს ეპარქიაში არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული მღვდელი გადაიყვანეს, თუმცა, მან სამღვდელო საქმიანობა ჩვეულებრივ გააგრძელა.
აღსანიშნავია, რომ გამოძიება კათოლიკე ეკლესიის დავალებით ჩატარდა.
ყოფილი პაპი, რომელიც ახლა 94 წლისაა, თითქმის 600 წლის განმავლობაში კათოლიკე ეკლესიის პირველი ლიდერია, რომელმაც თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. 2013 წელს მან ამის მიზეზად გადაღლილობა დაასახელა და ვატიკანში ცხოვრება ემერიტუსი პაპის სტატუსით განაგრძო.
როგორც ცნობილია, ყოფილმა პაპმა იურიდიული კომპანიის გამოკითხვის პასუხად მათ ათობით გვერდი გაუგზავნა, სადაც გამოძიებისადმი თავისი მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა, უარყო, რომ ძალადობის ბრალდებების შესახებ იცოდა და თვალს ხუჭავდა.
ამის მიუხედავად, კვლევა მიუთითებს, რომ ბენედიქტე ესწრებოდა შეხვედრას, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილებოდა.
ვატიკანის განცხადებით, ანგარიშის შედეგებზე თავადაც დაიწყებენ მოკვლევას.
"ჩვენთვის მღვდლების მიერ არასრულწლოვნებზე ძალადობის შემთხვევები კვლავაც სამარცხვინოა და ამის გამო ვწუხვართ", — აცხადებს ვატიკანი, — "წმინდა საყდარი ძალადობის ყველა მსხვერპლს უცხადებს მხარდაჭერას და ადასტურებს, რომ არასრულწლოვნების დაცვის და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ჩვენეულ გზას გავაგრძელებთ".
აღნიშნულ საქმეებზე ჩატარებული წინა გამოძიება მიუთითებდა, რომ გერმანიაში 1946 წლიდან 2014 წლამდე 3 600 ადამიანი გახდა ძალადობის მსხვერპლი სამღვდელო პირების მხრიდან. მათი უმეტესობა ასაკით პატარა იყო და ეკლესიაში მსახურობდა.
ახალი კვლევა, რომელიც მხოლოდ მიუნხენისა და ფრაიზინგის რეგიონებში მომხდარ შემთხვევებს იძიებდა, მიუთითებს, რომ 1945 წლიდან 2019 წლამდე ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა, როგორც მინიმუმ, 497 იყო.
ყოფილი პაპის გარდა, კვლევა ასევე აკრიტიკებს ეკლესიის სხვა წინამძღვრებს, მათ შორის, რეგიონის ამჟამინდელ არქიეპისკოპოსს, კარდინალ რაინარდ მარქსს. გამოძიება მას ბრალად სდებს ძალადობის ორ შემთხვევაზე თვალის დახუჭვას.
კარდინალმა გასული წლის ზაფხულში პაპ ფრანცისკეს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა და ამის მიზეზად ძალადობის "კატასტროფულ" შემთხვევებზე საკუთარი პასუხისმგებლობის აღება დაასახელა. თუმცა, ფრანცისკემ მოთხოვნაზე უარით უპასუხა. რამდენიმე დღით ადრე მან ვატიკანის კანონებიც შეცვალა და კათოლიკე ეკლესიის პოზიცია სექსუალურ ძალადობაზე გაამკაცრა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები