პროკურატურა პოროშენკოს პატიმრობას ითხოვდა, თუმცა არ დაუკმაყოფილეს — რა გადაწყვიტა სასამართლომ
კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინის ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს არ დააკავებენ. სასამართლომ პოროშენკო პირადი პასუხისმგებლობით გაათავისუფლა და საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტის ჩაბარება დაავალა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ბრალდების მხარე პოროშენკოს პატიმრობას ან გირაოს სახით ერთ მილიარდ გრივნას ითხოვდა. სასამართლომ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პეტრო პოროშენკო უკრაინაში 17 იანვარს ჩავიდა. ქვეყანაში დაბრუნების შესახებ მან 15 იანვარს ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. პოროშენკოს თქმით, ამას უკრაინის რუსეთის აგრესიისგან დასაცავად აკეთებს. მისი განცხადებით, დასავლეთში ყველა ფიქრობს, რომ დღეს რუსეთის მხრიდან საფრთხე უფრო ძლიერია, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში, თუმცა ეს არ ესმის უკრაინის პრეზიდენტს. პოროშენკო ამბობს, რომ მზადაა, დაეხმაროს ხელისუფლებას.
2021 წლის 17 დეკემბერს გამოძიების სახელმწიფო ბიუროში განაცხადეს, რომ პოროშენკომ უგულებელყო გამომძიებლები, რომლებიც ცდილობდნენ მის გამოძახებას დანაშაულებრივი სქემის საქმეზე. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნიდან გაემგზავრა. 20 დეკემბერს, იმის გამო, რომ შეტყობინება პირადად ვერ მიაწოდეს, ის გაგზავნეს საცხოვრებელ, ასევე, რეგისტრაციის მისამართზე და სამუშაო ადგილას. 6 იანვარს პოროშენკოს ქონება დააყადაღეს.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნახშირის მიწოდების დანაშაულებრივი სქემის საქმეშია ბრალდებული. მას ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაში და სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ. კონკრეტულად მას ბრალი ედება იმაში, რომ წინასწარი შეთანხმებით, გარკვეულ პირებთან, მათ შორის რუსეთის მაღალჩინოსნების წარმომადგენლებთან ერთად ხელი შეუწყო ტერორისტული ორგანიზაციების, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საქმიანობას. ორივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები