2012 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 360%-ით არის გაზრდილი — ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2021 წელს, 2012 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 360%-ით არის გაზრდილი. პრემიერმინისტრმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ღარიბაშვილმა ექსპორტის მაჩვენებლები ბოლო 9 წლის ჭრილში განიხილა და თქვა, რომ 2021 წელს საქართველოდან უცხოეთში რეკორდულად მაღალი ოდენობის ღვინო გავიდა.
"2012 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 360%-ით არის გაზრდილი თითქმის. 2012 წელს ექსპორტით მიღებული შემოსავალი თუ იყო 71 მილიონი დოლარი, შარშან იყო 250 მილიონი აშშ დოლარი — ამხელა სხვაობაა ამ 8-9 წელიწადში, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის მაქსიმუმი, ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა არასოდეს", — თქვა პრემიერმინისტრმა.
ღარიბაშვილის თქმით, ბოლო 9 წელში გაზრდილია იმ კომპანიების რაოდენობაც, რომლებსაც ქართული ღვინო უცხოეთში გააქვთ. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ღვინის ექსპორტის მაჩვენებლების ამგვარ ზრდას მთავრობამ "სულ რაღაც რვა წელში" მიაღწია.
"მინდა გითხარათ, რომ საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული არის 42 მილიონი ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს და 550%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. ამხელა სხვაობაა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 78 მილიონ დოლარს შეადგენს, 2012 წელს ეს იყო მხოლოდ 20 მილიონი დოლარი. ქართული კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ახორციელებენ ექსპორტს 440-ს აჭარბებს, 2012 წელს ეს იყო სულ რაღაც 100 კომპანიამდე.
ასევე, გეტყვით, რომ ჯამურად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მილიონ დოლარამდე შემოსავალი, რაც არის 18%-ით მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე და 142%-ით მეტი არის 2012 წელთან შედარებით.
ეს არის რეალური განსხვავება სულ რაღაც რვა წელში, რომელიც ჩვენი მთავრობის საერთო ძალისხმევით იქნა მიღწეული", — თქვა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილს არ უსაუბრია ქვეყანაში არსებული რეკორდულად მაღალი ინფლაციის შესახებ, რომელიც, მათ შორის, საექსპორტოს საქონლის გაძვირებასა და მისი საერთო ღირებულების ზრდას იწვევს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 13,9% იყო — ფასების დონის ზრდის ამაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები