2021 წელს საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა — Human Rights Watch
Human Rights Watch-ის განცხადებით, 2021 წელს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირების ფონზე, საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა. ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელშიც 2021 წელია შეჯამებული.
აქ აღნიშნულია, რომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო პასუხისმგებლობა გადაუჭრელ პრობლემად დარჩა. მათივე შეფასებით, შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის, პოლიციელთა უხეში ჩარევა შეკრების თავისუფლებაში, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედია პლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე, ბავშვების ინსტიტუციონალიზაცია, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ და შრომის პირობების უსაფრთხოების უგულებელყოფა.
ანგარიშში ხაზგასმულია აგვისტოში ევროკავშირის განცხადება, რომ 75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების მისაღებად საქართველომ მართლმსაჯულების რეფორმირების პირობები ვერ შეასრულა.
ანგარიშში განხილულია შემდეგი საკითხები:
- მუნიციპალური არჩევნები;
- სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება;
- მედიის თავისუფლება;
- სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა;
- ბავშვთა უფლებები;
- შრომითი უფლებები;
- საერთაშორისო აქტორები.
მუნიციპალური არჩევნები
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოქტომბერში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ მნიშვნელოვანი უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა ოპოზიცია არ დაეთანხმა არჩევნების შედეგებს და მოსახლეობას ქუჩის პროტესტისკენ მოუწოდა.
აქვე მოყვანილია ეუთოს ეგიდით მივლენილი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება, რომ არჩევნები კონკურენტული და "ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული" იყო, მაგრამ "ამომრჩევლებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და უთანასწორო პირობების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა".
"ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული მეორე ტურის შემდეგ კი დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ "რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული შეუსაბამო უპირატესობა მმართველ პარტიას დამატებით აძლევდა ხელს და არათანაბარ საასპარეზო პირობებს ქმნიდა", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამასთან, არჩევნების პერიოდის შეფასებისას განხილულია პირველ ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება და აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა ყველა ბრალდება უარყო და მათ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება
HRW მიუთითებს, რომ სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად დარჩა. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის სექტემბრისთვის სახალხო დამცველის სამსახურმა 133 საჩივარი მიიღო ციხის პერსონალის თუ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე და ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს — დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.
მათი განცხადებით, პოლიციამ შეზღუდა შეკრების თავისუფლების უფლება, როდესაც დემონსტრანტებს პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმის საშუალება არ მისცა, ხოლო თებერვალში 20-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა დაუმორჩილებლობის ბრალდებით, როდესაც სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს კარავი წაართვა, რასაც იქ შეკრებილ აქტივისტებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ამასთან, ანგარიშში განხილულია 23 თებერვალი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება და აღნიშნულია, რომ პოლიცია ძალის გამოყენებით შეიჭრა ოფისში, გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, დააკავა 21 ადამიანი დაუმორჩილებლობის ბრალდებით და ოფისიდან კომპიუტერული სერვერები ამოიღო.
"ერთ-ერთი წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზის სახით არაპროპორციული ზომა გამოიყენა და ვერ განმარტა კომპიუტერული ტექნიკის ამოღების საფუძვლები", — მითითებულია დოკუმენტში.
HRW-მა, ასევე, განიხილა აპრილში პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითიც გამკაცრდა სანქციები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე. მათი განცხადებით, ქართულმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა ეს ცვლილებები გააკრიტიკეს, რადგან ისინი "კიდევ უფრო დიდ სივრცეს ხსნის საპოლიციო რეპრესიული მექანიზმებისა და სახდელების თვითნებურად გამოყენებისთვის".
"უფლებადამცველებმა ხაზი გაუსვეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სასამართლო გადაწყვეტილებები ხშირად მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებს ეყრდნობა და სამართლიანი სასამართლოს ნორმებს უგულებელყოფს", — აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ამ ქვეთავში საუბარია სექტემბერში სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ჩანაწერებზე და ნათქვამია, რომ აღნიშნული ინფორმაცია, სავარაუდოდ, უკანონო თვალთვალის და მიყურადების გზით იყო მოპოვებული.
სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა
HRW აღნიშნავს, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში მას შემდეგ გააუქმეს, რაც ულტრამემარჯვენე ჯგუფები ძალადობრივად შეიჭრნენ მათ ოფისში და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ — აგრესიული ჯგუფები თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ, ფანჯრები ჩალეწეს, ცისარტყელის დროშა დახიეს და ოფისი დაარბიეს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მათი უსაფრთხოების და შეკრების თავისუფლების დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები დაადანაშაულა. მათი განცხადებით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "მიზანშეუწონლად" გამოაცხადა საჯარო ადგილას იმ დემონსტრაციის გამართვა, რომელსაც "სამოქალაქო დაპირისპირება" შეიძლება გამოეწვია.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააფრთხილა ორგანიზატორები, არ ჩაეტარებინათ საჯარო ადგილას ასეთი მარში. მედიის უამრავი რეპორტაჟის თანახმად, პოლიციელთა მცირე ჯგუფები ადგილზე იყვნენ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ინციდენტების ეფექტიანად აღკვეთა. ძალადობის ამ ტალღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და სულ ცოტა, 27 ადამიანი დააკავა, რომლებიც ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ. სახალხო დამცველმა ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი არ დაუსჯია", — აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მარტში ხელისუფლებამ პირველად დაუშვა სქესის სამართლებრივი აღიარების პრეცედენტი და ტრანსგენდერ პირს სქესის აღნიშვნა "მამრობითიდან" "მდედრობითით" შეუცვალა, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი წარადგინა.
HRW-ის შეფასებოთ, ის, რომ საქართველოში სქესის სამართლებრივი აღიარებისთვის ტრანსგენდერებს სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა მოეთხოვებათ, სერიოზულ ბარიერებს ქმნის ტრანსგენდერი ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იწვევს მათ მარგინალიზაციას, უმუშევრობისა და სიღარიბის რისკებს ზრდის.
ბავშვთა უფლებები
Human Rights Watch-ის 2021 წელს მაისში საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე ვითარების შეფასებითაც აჯამებს. აქ ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველს ორჯერ უთხრეს მონიტორინგის იქ ჩატარებაზე უარი, რის გამო გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საგანგებო დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც ხელისუფლებას მონიტორინგის ჩატარების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
ამასთან, აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა პანსიონში ბავშვებზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე 4 სისხლისსამართლებრივი გამოძიების შესახებ გაასაჯაროვა ინფორმაცია, ამით "გამოწვეული საყოველთაო აღშფოთების შემდეგ", ივნისში სასამართლომ დაწესებულებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
"სოციალურმა მუშაკებმა 30-ზე მეტი ბავშვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის, გამოყვანას შეუწყვეს ხელი. იქ დარჩენილ ბავშვებზე სახელმწიფომ ინტენსიური მეთვალყურეობა დააწესა. ეკლესიამ დაწესებულების დირექტორი შეცვალა. ახალმა დირექტორმა 10-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა და სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა", — ვკითხულობთ ანგარიშში.
დოკუმენტში, ასევე, საუბარია, რომ ივლისში სასამართლომ სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება უკანონოდ ცნო და სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარიანი (11 000 აშშ დოლარი) კომპენსაციის გადახდა დააკისრა თითოეული იმ სამი ბავშვისთვის, რომლებიც 2 წლის წინ, სიღარიბის გამო, ოჯახის გაძლიერების მცდელობის გარეშე, დედებს იძულებით დააცილეს.
ანგარიშში მითითებულია, რომ 2020 წელს პანდემიის დაწყების შემდეგ სკოლებში სწავლა სრულად 155 დღის განმავლობაში შეწყდა, ხოლო კიდევ 84 დღის განმავლობაში ნაწილობრივ, გარკვეული ასაკის ბავშვებისთვის, ზოგ რიონში. HRW იუნისეფის შეფასებაზე დაყრდნობით წერს, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ საქართველოში დაახლოებით 50 000 ბავშვი დარჩა განათლებაზე წვდომის გარეშე — ბევრი მოსწავლე შეფერხებებს აწყდებოდა დისტანციური სწავლებისას, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში ცუდი ინტერნეტ კავშირის, ღარიბ ოჯახებში შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების უქონლობის და ონლაინ სწავლებაში მასწავლებელთა გამოუცდელობის გამო.
შრომითი უფლებები
ანგარიშში აღნიშნულია, რომ შრომითი კანონმდებლობის ძირეული ცვლილებები ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევიდა და ამ რეფორმამ შრომის ინსპექციის მანდატი გააფართოვა, რომელმაც შრომის ყველა სტანდარტის დაცვის ზედამხედველობა მოიცვა. აქვე ნათქვამია, რომ ასევე, ამოქმედდა ახალი რეგულაციები მუშაობის საათების, ზეგანაკვეთურ მუშაობისა და დასვენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
HRW-ის შეფასებით, ამ რეფორმების მიუხედავად, პრობლემად რჩება სათანადო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა — სოციალური დაცვა მინიმალურია, პროფკავშირებს არა აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ სისტემურ ცვლილებებზე ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემდა, შრომის ინსპექციის ეფექტიანობას კი რესურსების ნაკლებობა აფერხებს. HRW დამოუკიდებელი პროფკავშირის სოლიდარობის ქსელის ივნისის ანგარიშზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ექთნების შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.
მათივე განცხადებით, ასევე, პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კერძოდ, ანგარიშში შრომის ინსპექციაზე დაყრდსნობით მითითებულია, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 20 ადამიანი დაიღუპა და 189 დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს.
HRW აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო მიტანის სერვისზე მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისთვის ბრძოლის ახალი კერა გააჩინა — 2021 წლის დასაწყისში 100-ზე მეტმა კურიერმა გამორთო მიტანის სერვისის აპლიკაციები, რათა გაეპროტესტებინათ შრომის არარეალისტური ნორმირება, რომელიც, მათი განცხადებით, სამუშაოს უფრო სახიფათოს ხდიდა.
საერთაშორისო აქტორები
Human Rights Watch აღნიშნავს, რომ ევროკავშირი, აშშ და სხვა დასავლელი პარტნიორები მთელი წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში, მათ შორის, გამოჰყოფენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მედიაციის მანდატით ქრისტიან დანიელსონის მოავლინებას.
"თებერვალში ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში ასოცირების განხორციელების შესახებ, რომელშიც ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის გაგრძელებას, მაგრამ აღინიშნა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები და საარჩევნო სისტემის რეფორმირების აუცილებლობა", — ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მარტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება შეაფასა — ევროკავშირმა დაჟინებით მოუწოდა საქართველოს, გააძლიეროს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება, დაიცვას უმცირესობები და უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა.
"მან, ასევე, დაჟინებით მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნა "შრომის პირობების შემდგომი გაუმჯობესებისთვის". ივლისში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ფარგლებში ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმები, რის გამოც პრაიდ მარშის გაუქმება გახდა აუცილებელი, ხოლო საქართველომ ასეთი თავდასხმების გამოძიების ვალდებულება აიღო", — ვკითხულობთ შემაჯამებელ ანგარიშში.
HRW აღნიშნავს, რომ თებერვალში ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, აშშ-ის საელჩომ წუხილი გამოხატა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ უგულებელყო შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ, ხოლო ევროკავშირმა განაცხადა, რომ მელიას დაკავების შემდეგ გაზრდილი პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიას ასუსტებდა.
ამასთან, საუბარია, რომ იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მიერ შეტანილ სახელმწიფოთაშორის საჩივარზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და დაადგინა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის" ექვსი მუხლი დაარღვია.
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილებას გადახედავენ საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილებას გადახედავენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
-
ნახეთ ჯონი დეპი დიკენსის ახალ ეკრანიზაციაში — მსახიობს ამ როლში ვერც კი იცნობთ (ტრეილერი) ნახეთ ჯონი დეპი დიკენსის ახალ ეკრანიზაციაში — მსახიობს ამ როლში ვერც კი იცნობთ (ტრეილერი)
-
მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა
გადახედვა
-
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
-
ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს
გადახედვა
-
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
-
იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს
-
რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა
გადახედვა
-
"პაციენტები თავად კარგად გრძნობენ, გადაიყვანეს პალატაში" — "ჰელსიკორეს" აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ბიჭებზე "პაციენტები თავად კარგად გრძნობენ, გადაიყვანეს პალატაში" — "ჰელსიკორეს" აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ბიჭებზე
გადახედვა
-
"საქართველო თანდათან მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, აუცილებლად დავბრუნდები" — პაველ დუროვი საქართველოზე "საქართველო თანდათან მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, აუცილებლად დავბრუნდები" — პაველ დუროვი საქართველოზე
გადახედვა
-
EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება
გადახედვა
კომენტარები