დიზაინ ფიქრი — ალტე უნივერსიტეტის კურსი, რომლითაც საკუთარ თავში შემოქმედებით მხარეს აღმოაჩენთ
საქმიანი ურთიერთობები სწრაფად იცვლება, გუშინ არსებული ცოდნა დღეს უკვე მოძველებულია, რაც ცხოვრების აჩქარებული ტემპის, ადამიანების მზარდი მოთხოვნილებებითაა გამოწვეული.
ნებისმიერი მიმართულებით მომუშავე ადამიანს სჭირდება არაერთი უნარი, რომელიც კომპანიისთვის შეუცვლელ კადრად აქცევს, ამიტომ ყველა საქმიანი ადამიანისთვის საჭირო ხდება დიზაინ ფიქრი (Design thinking), რაც გამოწვევების სრულფასოვნად შეფასებას და ისე გადაწყვეტას გულისხმობს.
დიზაინ ფიქრი ცხოვრების წესია, რომელიც გვეხმარება პრობლემებს ნაკლები რესურსით, ბევრად სწრაფად და კრეატიულად გავუმკლავდეთ.
და მაინც, რა არის დიზაინ ფიქრი? — ამას მალე დეტალურად გაიგებთ, რადგან ალტე უნივერსიტეტში Design Thinking-ის 3-დღიანი ინტენსიური კურსი იწყება, რომელსაც სარეკლამო სააგენტო JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი, ეკა ყიფიანი გაუძღვება და დამსწრეებს საკუთარ ცოდნას მაქსიმალურად მცირე დროში, საფუძვლიანად გაუზიარებს.
ეკა ყიფიანი დიზაინ ფიქრის სპეციფიკაზე, ალტე უნივერსიტეტის უახლეს კურსზე და პირად გამოცდილებაზე გვესაუბრა.
JWT Metro-ს კრეატიულმა დირექტორმა გვითხრა, რომ დიზაინერული აზროვნების აღმოჩენამ მიახვედრა, რომ შემოქმედებითი ადამიანი იყო და შეეძლო იმაზე მეტი შეექმნა, ვიდრე წარმოედგინა.
"უკვე 14 წელია სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობ, ამჟამად კრეატიული დირექტორი ვარ, მაგრამ სკოლაში და უნივერსიტეტში სწავლისას არ მიფიქრია, რომ შემოქმედებითი ადამიანი ვიყავი. როცა მუშაობა დავიწყე მუდამ ახალ გზებს ვეძებდი საქმის უკეთ, უფრო ეფექტურად საკეთებლად. Design Thinking შემთხვევით აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ რასაც დამოუკიდებლად ვცდილობდი, ის ცოდნა ისედაც არსებობს, თანაც უკვე დახარისხებული და მზა. პროცესი საშუალებას გაძლევს სხვების გამოცდილებას გაეცნო და საკუთარი თავიც განავითარო. პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ამ უნარის დახვეწა ნაკლებ დროში მცირე რესურსით ბევრად ხარისხიანი, გარემოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებაში დამეხმარა. თუ დიზაინერულ აზროვნებას შეეჩვევი, ყოველდღიურად ფიქრი კი აღარ მოგიწევს კრეატიული გზების ძიებაზე, უბრალოდ შენი ნაწილი გახდება, თვითრწმენა გაგიძლიერდება, სიახლეებს შიშით აღარ მიუდგები და სირთულეებს ბევრად მარტივად გაუმკლავდები", — აღნიშნა ეკამ.
"Design thinking უნარია, რომელიც პრობლემების გადაჭრისა და ინოვაციური მიდგომების მეთოდოლოგიურ მოდელს გულისხმობს, ამ უნარზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება და სამომავლოდ კიდევ უფრო საჭირო გახდება. დიზაინერები სამყაროს უკეთ მოსაწყობად კრეატიულ ხერხებს მიმართავენ. ამ გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა მიმართულებით დასაქმებულ ადამიანებს კი კრეატიულად ფიქრის უნარებს უვითარებს, რაც თითოეულ მათგანს შესაძლებლობებისა და გამოწვევების საპასუხოდ ნამდვილად სჭირდება. ეს პროცესი უფრო კომპლექსური ხდება და იმისთვის, რომ საუკეთესო გამოსავალი არ გამოგეპაროს, ახლებური გზებით უნდა იმოქმედო, დაზეპირებული მეთოდები უკვე აღარ არის ეფექტური. დიზაინერული აზროვნება წარმოდგენას გვიქმნის, როგორ უნდა იმუშაოს სამყარომ უკეთ", — გვეუბნება ეკა.
ალტე უნივერსიტეტის კურსი, რომელსაც ეკა ყიფიანი უძღვება, 4-5-6 თებერვალს ჩატარდება. რაღაც ახლისა და საინტერესოს სწავლისთვის საჭირო დროის გამონახვა რთულია, ამიტომ ამ ინტენსიური კურსის ფარგლებში, ადამიანები დილიდან საღამომდე თეორიული სწავლისა და პრაქტიკული ამოცანების ამოხსნით იქნებიან დაკავებული და რაც შეიძლება მცირე დროში, მაქსიმალურად დიდ ცოდნას მიიღებენ.
ეკა ყიფიანის თქმით, კურსზე დასასწრებად მთავარი სურვილია, ხოლო დარეგისტრირება ყველა ადამიანს შეუძლია, რომელიც ფიქრობს, რომ პრობლემებთან კრეატიული გზებით გამკლავება მისთვის მნიშვნელოვანია.
"ამ კურსის შესასწავლად მთავარი სურვილია. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ბიზნეს სექტორში მუშაობს, ანტერპრენერია, საჯარო სექტორშია დასაქმებული თუ სხვა მიმართულებით ვითარდება, ეს უნარი ყველასთვის საჭიროა. დიზაინერული აზროვნება ემპათიაზე დაფუძნებული მზრუნველობითი იდეების გენერირების ხერხია და ადამიანი, რომელიც ამ კურსს გაივლის, გაიგებს, რა პროცესს გადიან დიზაინერები ეფექტური, ინოვაციური იდეების დასამუშავებლად და თავის საქმიანობაშიც დანერგავს იგივე მიდგომას. ეს კი საშუალებას მისცემს შეუცვლელი კადრი გახდეს კომპანიისთვის, საკუთარი ბიზნესი უფრო სწრაფად განავითაროს ან სულაც, მეტი სარგებელი მოუტანოს სოციუმს", — აღნიშნავს ეკა და გვეუბნება, რომ ეს სამი დღე იქნება "ერთგვარი დეგუსტაცია", რომელიც საკუთარ თავში აღმოგაჩენინებთ შემოქმედებით უნარს, რომელზეც შეიძლება აქამდე არასდროს გიფიქრიათ.
Design Thinking-ის კურსი 4,5,6 თებერვალს ჩატარდება. კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ალტე უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
ეკა ყიფიანის საავტორო კურსზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები