მეცნიერების თქმით, კოსმოსის კოლონისტები, სავარაუდოდ, კანიბალიზმზე გადავლენ
ექსპერტები ამბობენ, რომ მომავალში კოსმოსის დამპყრობლები, სავარაუდოდ, საკვების კრიზისის წინაშე აღმოჩნდებიან და ამან ისინი, შესაძლოა, კანიბალებად აქციოს.
ედინბურგის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგიის პროფესორი, ჩარლზ კოკელი, Metro-ს იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომელთა წინაშეც ასტრონომები იმ შემთხვევაში და მაშინ დადგებიან, თუ ადამიანები ისეთი ადგილების კოლონიზაციას შეეცდებიან, როგორიც იუპიტერის თანამგზავრი კალისტო და სატურნის თანამგზავრი ტიტანია.
კოკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მეურნეობა და მარცვლეული სისტემები კრახს განიცდის და თუ დედამიწიდანაც არ მოხდება საკმარისი მარაგის მიწოდება, ეს კოლონიზატორებისთვის საშინელი შედეგების მომტანი იქნება. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი დედამიწიდან საკმაოდ შორს იქნებიან, ან თუ დედამიწა განიცდის კოლაფსს, შესაძლოა, კოლონიზატორების მომარაგება შეუძლებელიც აღმოჩნდეს.
თავისი აზრის გასამყარებლად ასტრობიოლოგმა სერ ჯონ ფრანკლინის 1845 წლის არქტიკის ექსპედიცია გაიხსენა, რომელიც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ეკიპაჟის წევრები კანიბალიზმზე გადავიდნენ და ერთმანეთი შეჭამეს.
"ფრანკლინის ეკიპაჟი XIX საუკუნის ბოლოს ცდილობდა ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელი ეპოვათ გემების საშუალებით, რომლებიც იმ პერიოდისთვის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებით იყო აგებული", — ამბობს კოკელი. "მათ დაკონსერვებული საკვები ჰქონდათ, რაც იმ დროისთვის ახალი ტექნოლოგია იყო — და მაინც, ისინი დაიკარგნენ და საბოლოოდ კანიბალიზმზე გადავიდნენ".
"თუ კასტილოზე ადამიანთა ჯგუფს დასვამ და მცენარეთა ზრდის მოდული დაიშლება, ისინი ერთმანეთს დაჭამენ, გადარჩენის რაიმე სხვა გზა თუ არ დარჩებათ", — დაამატა მან მოგვიანებით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგნოზი შეიძლება საკმაოდ ბუნდოვანი ჩანდეს, კოკელის მესიჯი უფრო მეტად გაფრთხილებაა, ვიდრე წინასწარმეტყველება. სანამ კოლონიზატორები კოსმოსის შორეული ადგილების დაპყრობას გადაწყვეტენ, იქამდე მარცვლეული სისტემების დახვეწა და ისეთ ადგილებზე შემოწმებაა საჭირო, როგორიც მთვარე ან მარსია.
კომენტარები