დროა პრეზიდენტს მოუწოდებს, ინსპექტორის, სასამართლოებისა და ცესკოს კანონპროექტებს ვეტო დაადოს
პარტია დროა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაზე, საერთო სასამართლოებსა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებაზე კანონპროექტებს ვეტო დაადოს. ამის შესახებ პარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლება არცერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს თავდასხმის გარეშე არ დატოვებს და შემდეგი, შესაძლოა, ომბუდსმენის აპარატი იყოს.
"საგანგაშოა პარლამენტში დაგეგმილი 3 საკანონმდებლო ცვლილება, რომელთა მიზანი ერთადერთია — სახელმწიფოს მიტაცება ინსტიტუტებზე დაუფარავი თავდასხმის გზით. ხელისუფლება ცდილობს, წინა საახალწლოდ, მათი გადმოსახედიდან პოლიტიკურად არააქტიურ პერიოდში, დაიწყოს შეტევა სამი მიმართულებით: გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, გააძლიეროს მოსამართლეებზე რეპრესიები და კვლავ შესაძლებელი გახადოს ცესკოს თავმჯდომარის ერთპიროვნულად 5 წლით არჩევა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ კანონპროექტები დაჩქარებული წესით და დახურულ კარს მიღმა მომზადდა, რაც მათი თქმით, საზოგადოების ყოველგვარ ჩართულობას გამორიცხავს. დროა მიუთითებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საერთაშორისო პარტნიორების დიდი ჩართულობისა და ძალისხმევის შედეგად, სამართალდამცავი ორგანოების კონტროლის მიზნით შეიქმნა.
"ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ახლად შექმნილი ინსტიტუტი ცარიელ ფორმალობად დარჩებოდა, თუმცა სამსახურმა, ლონდა თოლორაიას ხელმძღვანელობით, დისკომფორტი შეუქმნა "ოცნებას". ლექსო ლაშქარავას, ლუკა სირაძისა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საქმეზე პრინციპული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, პირდაპირ გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი და მის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შექმნას", — ნათქვამია განცხადებაში.
დროა საუბრობს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზეც და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამით მოსამართლეებზე რეპრესიებისა და ცენზურის გაძლიერებას, ფაქტობრივად, აანონსებს.
"უმნიშვნელოვანესია, როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, ისე საზოგადოებამ გამოვხატოთ მხარდაჭერა იმ 17 მოსამართლის მიმართ, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან მუდმივი წნეხის მიუხედავად, გაბედულად აპროტესტებენ ამ ცვლილებებს", — აცხადებენ დროაში.
მათივე თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება, ფართო კონსენსუსის საჭიროებას გააუქმებს და მმართველ პარტიას გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებას გაუადვილებს.
პარტიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვეტოს დაძლევა შესაძლებელია, მსგავსი პოლიტიკური სვლა მკაფიოს გახდის, რომ ერთ მხარეს დარჩენილია "ოცნება", ხოლო მეორე მხარეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი.
"არ უნდა დავუშვათ, ამ პროცესმა შეუმჩნევლად ჩაიაროს, ამიტომ ჩვენ, დროა, აუცილებლად შევხვდებით საერთაშორისო პარტნიორებს, რათა კარგად დავანახოთ, რამხელა ნაბიჯები გადაიდგა უკან იმ პროცესში, რომელშიც ამხელა რესურსი და ძალისხმევა ჩადეს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას პოზიტიური მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტზე ვეტოს უფლებას გამოიყენებს. მისი თქმით, ეს მოლოდინი აღნიშნულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გაუჩინა.
27 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საკითხის დაჩქარებულად განხილვა უნდა შეწყდეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არგუმენტებს წარდგენის შესაძლებლობა ყველას უნდა მიეცეს.
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
კომენტარები