დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

25 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 090 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 1 768, ხოლო გარდაიცვალა 76 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 640 კვლევა ტესტით, მათ შორის, 26 892 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 748 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,30%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 6,12% ხოლო 7 დღის მანძილზე — 5,41%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 922 707-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 878 022-მდე, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 443 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 946;
  • აჭარა — 155;
  • იმერეთი — 309;
  • ქვემო ქართლი — 93;
  • შიდა ქართლი — 115;
  • გურია — 74;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 150;
  • კახეთი — 131;
  • მცხეთა-მთიანეთი — 66;
  • სამცხე-ჯავახეთი — 26;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 216 საიდანაც: 5 157 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 276, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი, 977ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 25 299 პირი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 410 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: