იმნაძე: ცოტა ადეკვატურები ხომ უნდა იყვნენ? კლუბის შედარება გარე სივრცეში ღონისძიებასთან შეიძლება?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კლუბების შედარება ღია სივრცეში გამართულ ღონისძიებებთან არ შეიძლება. ასე პასუხობს ის რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა — "შედარება გააკეთეს, მათ შორის, კლუბების წარმომადგენლებმა, რომ მაშინ რატომ იმართება საახალწლო ღონისძიებები?".
"რა ღონისძიებები? ცოტა ადეკვატურები ხომ უნდა იყვნენ? მე მესმის მათი ბიზნესინტერესები, ძალიან კარგად მესმის და ვიცი, რომ ძალიან დაიჩაგრა ეს სექტორი, მაგრამ კლუბის შედარება შეიძლება გარე სივრცეში რაღაც ტარდება ღონისძიება, ხალხი რომ გარეთ არის? და დახურულ სივრცეში, ეგენი მართლა კლუბში არ ყოფილან თუ რა? 2 000 კაცი რომ დახურულ სივრცეში ერთად ცეკვავს, კარგით, რა", — აღნიშნა იმნაძემ.
მისივე მტკიცებით, არავითარი შეთანხმება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით არ ყოფილა, თუმცა ადასტურებს, რომ ამაზე შრომის ინსპექციასთან მუშაობა მიმდინარეობდა.
"შრომის ინსპექცია მუშაობდა, რომ რაღაც პირობები უნდა ყოფილიყო, რომ დაეწყო მუშაობა, მიმდინარეობდა მუშაობა, მაგრამ არავის არ უთქვამს, რომ "თქვენ გაიხსნებით", არავის არ დაჰპირებია ამას. მიმდინარეობდა მუშაობა [...] მაგრამ გამოჩნდა ომიკრონი. ომიკრონი ხომ სულ რაღაც 2 კვირის ამბავია, რაც გამოჩნდა", — აცხადებს ის.
საპირისპიროს ამბობენ კლუბების წარმომადგენლები. როგორც დღეს ბასიანის დამფუძნებელმა ისაუბრა, მათ აქვთ დამადასტურებელი საბუთები, დოკუმენტაციაც და საუბრებიც, სადაც შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ 17 დეკემბერს გაიხსნებოდნენ.
კლუბების წარმომადგენლებმა, ასევე, გაავრცელეს შეტყობინება, რომელიც მათი ინფორმაციით შიდა ჩატიდან არის და შრომის ინსპექციის წარმომადგენლეს ეკუთვნის. როგორც იქ ვკითხულობთ, მათი შეთანხმებისამებრ გახსნის თარიღი 17 დეკემბერი უნდა ყოფილიყო.
"რაც შეეხება ღონისძიებების დაორგანიზების თარიღს, როგორც შევთანხმდით, 17 დეკემბრისთვის შეუძლიათ მომზადების დაწყება ივენთებისთვის", — აღნიშნულია შეტყობინებაში.
On.ge მითითებულ პიროვნებასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის ზარებს არ პასუხობს.
დღეს ბასიანის დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმაც განაცხადა, რომ ბასიანს და სავარაუდოდ, თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს ლუქავდნენ. ამაზე შრომის ინსპექციას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ამ წუთებში ბასიანთან მოქალაქეები არიან შეკრებილები. როგორც კლუბის დამფუძნებელმა აღნიშნა, დღეს დაგეგმილი ღონისძიება არ გაუქმდება.
22 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ღიბრაძე ამას საქართველოში კორონავირუსის ომიკრონის შტამის დაფიქსირებით ხსნის.
მისივე თქმით, შრომის ინსპექციამ ის ღონისძიებები განახორციელა, რაც კანონმდებლობით აქვს განსაზღვრული და არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინსპექციას რეაგირებები არ მოუხდენია.
17 დეკემბერს, ღამის კლუბების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომ კლუბებში ღონსიძიებების გამართვა ამ ეტაპზე აკრძალულია. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
საპასუხოდ, კლუბების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გახნის შესახებ მთავრობამ იცოდა და ღონისძიებებს ჩაატარებდნენ. პარასკევს კლუბები მართლაც გაიხსნა და შრომის ინსპექციის შესვლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მეორე დღეს, 18 დეკემბერს თბილისის ღამის კლუბებმა განაცხადეს, რომ შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ერთი კვირით გადადებაზე შეთანხმდნენ. მათი თქმით, ეს ბოლო კომპრომისია.
19 დეკემბერს, შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში კი შრომის ინსპექცია წერდა, რომ გადაწყვეტილებას "კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით" საკოორდინაციო საბჭო ერთობლივი განხილვების შემდეგ მიიღებს. მათივე ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, ომიკრონ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად.
მწვანე პასპორტების ამოქმედების მიუხედავად, კლუბების მუშაობა ჯერ დაშვებული არ არის. 4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი ხიდი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. კლუბის წარმომადგენლებმა "ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", ტერიტორია დატოვეს, თუმცა პასუხისმგებელ პირებს "გონივრული ვადა" მისცეს, რათა მათი მუშაობა დაუშვან.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები