სახელმწიფომ ვერ შეძლო ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელების საჭიროებების შეფასება და სერვისებით უზრუნველყოფა — სახალხო დამცველის ანგარიში
სახალხო დამცველი მოითხოვს პროკურატურამ ნინოწმინიდს პანსიონთან დაკავშირებული საქმეები ერთ წამროებად გააერთიანოს და შეცვალოს ზედამხედველი პროკურორი, ასევე საქმეს ჩამოშორდეს მოქმედი სოციალური მუშაკი. გარდა ამისა, ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ საჭიროა საქმეთა კვალიფიკაციის შეცვლა და დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის, პანსიონის ხელმძღვანელი პირების — როგორც საერო, ისე სასულიერო — გამოკითხვა, კონკრეტულ შემთხვევებში დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება და ა.შ.
ამ ყველაფერზე ლომჯარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ნინოწმინდის პანსიონის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ანგარიში პანსიონთან დაკავშირებული ოთხი სისხლის სამართლის საქმის შესწავლის შედეგად მოამზადეს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გამოძიებები არსებითი ხარვეზებით მიმდინარეობს. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ეფექტიანი გამოძების შემთხვევაში, უკვე შესაძლებელი იქნებოდა პასუხისმგებელი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
"გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები ხშირ შემთხვევაში გულგრილად უდგებიან არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, წლების მანძილზე აჭიანურებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, არ ახდენენ გამოძიების სწორ კვალიფიკაციას, არ მოქმედებენ მსხვერპლი ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მოქმედებენ სტერეოტიპულად, არ ანიჭებენ მსხვერპლებს დაზარალებულის სტატუსს, არ ცდილობენ შეკრან დანაშაულებრივი სქემის ერთიანი სურათი და სრულფასოვნად გამოავლინონ ძალადობრივი დასჯის პრაქტიკა ნინოწმინდის პანსიონში", — წერია დოკუმენტში.
რაც შეეხება უშუალოდ პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების მდგომარეობას, სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე: ბავშვებთან მომუშავე უწყებებსა და დაწესებულებებს შორის კომუნიკაცია; აღმზრდელების პროფესიული გადამზადება; დოკუმენტაციის მოწესრიგება; ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების მოკვლევა და ა.შ. ომბუდსმენი ხაზს უსვამს არასრულწლოვნებისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებებზე სახელმწიფოს გულგრილ დამოკიდებულებას.
"დაწესებულებაში მცხოვრები არაერთი არასრულწლოვნის დოკუმენტაციაში პირდაპირ არის აღნიშნული ფსიქოლოგის, ხოლო ერთ შემთხვევაში, ფსიქიატრის ჩართულობის საჭიროება, რაც სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგი თავად პანსიონის ხელმძღვანელობამ მოიძია, რომელიც ერთი თვის მანძილზე, მხოლოდ ორჯერ იმყოფებოდა დაწესებულებაში", — აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.
სახალხო დამცველი აღნიშნავს დადებით სიახლეებსაც.
"დადებითად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობით, ამჟამად პანსიონის აღმზრდელებს არ ეძლევათ საგაკვეთილო პროცესის დროს სკოლის შენობაში ყოფნის შესაძლებლობა, ხოლო თავად ბავშვებს აქვთ დაწესებულების ტერიტორიის დატოვებისა და სოციალიზაციის საშუალება. ასევე, აღსანიშნავია, რომ უფროსკლასელები დამოუკიდებლად დადიან სკოლაში", — წერია დოკუმენტში.
ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო პანსიონის ყველა აღსაზრდელის ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება.
"ცალსახაა, რომ საკითხის სიმწვავის და სოციალური მუშაკების 6 თვის მანძილზე 24 საათიანი მუშაობის მიუხედავად, სახელმწიფომ ვერ შეძლო პანსიონის ყველა აღსაზრდელის ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება და არსებითად მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფა.
აღნიშნული არღვევს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების უფლებებს, არ შეესაბამება მათ ინტერესებს და წარმოადგენს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბავშვების დაცვისა და მათზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფის კუთხით არაეფექტური პოლიტიკის მაგალითს", — ვკითხულობთ ანგარიშში.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები უკვე ექვსი თვეა მუშაობენ აღსაზრდელების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების ან ზრუნვის ალტერნატიულ სერვისში გადაყვანის საკითხზე. მათი თქმით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დღემდე ბიოლოგიურ ოჯახში 12 არასრულწლოვანია გადაიყვანეს, 22 კი ზრუნვის სხვა, ალტერნატიულ ფორმაში. მათგან 15 მცირე საოჯახო ტიპის სახლში, 7 — მინდობით აღმზრდელ ოჯახთან. აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიურ ოჯახში გადაყვანილი 12 მოზარდიდან 2 კვლავ პანსიონში დაბრუნდა, რაც, ომბუდსმენის შეფასებით, "ბიოლოგიური ოჯახების მზაობისა და მათი სათანადოდ გაძლიერების გამოწვევებს უკავშირდება". სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ 22 ნოემბრის მონაცემებით, პანსიონში 17 აღსაზრდელი ირიცხება, რომელთაგან 15, ფაქტობრივად, პანსიონში ცხოვრობს. მნიშვნელოვანია, რომ პანსიოში მცხოვრებს არასრულწლოვნებს შორის ერთი შშმ პირია.
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები