როგორც ობიექტების უმრავლესობა, 1 დეკემბრიდან betlive.club სტუმრებს კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მასპინძლობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მწვანე პასპორტის ან რაიმე სხვა სახით მწვანე სტატუსის დადასტურების შემდეგ შიდა სივრცეში გადაადგილება სრულიად თავისუფლადაა შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში კი თუ სტუმარი მსგავსი დოკუმენტის წარდგენას ვერ შეძლებს, მსურველებს ექნებათ საშუალება ადგილზევე ჩაიტარონ სწრაფი ტესტი უფასოდ. betlive-ის ინფორმაციით, ყველა ლოკაციაზე, ფილიალებშივე არის მოწყობილი მინი-ლაბორატორიები, რომელიც ადგილზევე ახდენენ მსურველების ტესტირებას. მიღებული უარყოფით პასუხის მიღების შემდეგ სტუმარი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაიშვება betlive.club-ის გასართობი სივრცის ტერიტორიაზე.

betlive.club-ის განცხადებით, სწორედ ამ გზით ცდილობენ, რომ პანდემიურ პირობებშიც კი მათი მომხმარებლებისთვის კომფორტული და სასიამოვნო სივრცე იყოს და დარჩეს ადგილად, სადაც ყველა ვიზიტორს მეგობრული განწყობით ხვდებიან.

betlive.club-ის ინფორმაციითვე, თბილისის ფილიალებში 20%-იანი ქეშბექის აქცია იწყება, რაც მომხმარებლებს მეტი სარგებელის მიღების შესაძლებლობას აძლევს მომატების ან დაბრუნებისთვის განურჩევლად შედეგისა.

betlive.club-ის თბილისის ფილიალების მისამართებია: პეკინის 41, ხიზანიშვილის 13-ში და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიორიაზე.