თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლის პირველი კვარტლიდან დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება.

"მიმდინარე წლის ბოლომდე, ქალაქში ლურჯი მიკროავტობუსები შემოვა და მომავალი წლის პირველ კვარტალში ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება. არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლებლი და მოწესრიგებულია იქნება", — თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

რაც შეეხება ავტობუსებს, მისივე განცხადებით, მერია ჯერ 180 ცალი 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას, ხოლო მომავალი წლისთვის 200 ცალი 18-მეტრიან ავტობუსებს შეძენას გეგმავს.