Viber -თან პარტნიორობით საქართველოს ბანკმა ონლაინ გადარიცხვების სერვისი დანერგა
საქართველოს ბანკი ინოვაციების დანერგვას აგრძელებს. პირველად საქართველოში, ონლაინ გადარიცხვების განხორციელება Viber-ის მეშვეობით გახდება შესაძლებელი. ამიერიდან საქართველოს ბანკის მომხმარებელი Viber-ის აპლიკაციაშივე შეძლებს განახორციელოს სასურველი ფულადი ტრანზაქციები. სიახლის დანერგვა MasterCard-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
პროექტი უკვე დიდი წარმატებით სარგებლობს უნგრეთში, რუმინეთში, უკრაინასა და ბელარუსში. საქართველოში კი მას პირველად საქართველოს ბანკი დანერგავს.
სერვისით სარგებლობისათვის ადრესატის მხოლოდ მობილური ტელეფონის ნომერი, ან მათი Viber-ის კონტაქტების სიაში დამატებაა საჭირო. გადარიცხვების განსახორციელებლად მომხმარებლებს საბანკო ანგარიშების ერთმანეთთან გაზიარება არ დასჭირდებათ.
Viber-ის საშუალებით გადარიცხვების განსახორციელებლად აუცილებელია ფლობდეთ ქართულ საბანკო ბარათს, Viber-ის ანგარიში კი ქართულ მობილური ტელეფონის ნომერთან უნდა იყოს დაკავშირებული. ამ ეტაპზე გადარიცხვების განხორციელება ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანხა ბარათზე გადარიცხვისთანავე აისახება, უქმე დღეებშიც კი.
"ტექნოლოგიების საშუალებით საბანკო და ფინანსური მომსახურება უფრო და უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება. საქართველოს ბანკიც სწორედ ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე დაყრდნობით აგრძელებს მარტივი გადაწყვეტილებების დანერგვას, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული. Viber-ის აპლიკაციაში ინტეგრირებული სერვისის მეშვეობით მომხმარებელი სულ რამდენიმე წამში შეძლებს სასურველი გადარიცხვის განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, სიახლე არაერთი მომხმარებლისთვის გახდება ონლაინ გადარიცხვების ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდი", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ გომართელმა.
"შეტყობინებების პროგრამების სულ უფრო აქტიურად გამოყენებასთან ერთად საგრძნობლად იხვეწება მათი ფუნქციონალიც: დღეს აღნიშნული აპლიკაციები აღარ შემოიფარგლება მხოლოდ შეტყობინებებისა და დარეკვის ფუნქციებით და სულ უფრო მეტ მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს როგორც ყოველდღიური კომუნიკაციის გასამარტივებლად, ასევე ყოველდღიური საჭიროებების საპასუხოდ. მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ გადარიცხვების სერვისი, რომელიც Viber-ის მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, აპლიკაციიდან გაუსვლელად, უსაფრთხოდ განახორციელონ ფულადი გადარიცხვები", — განაცხადა კონსტანტინე კოსტადინოვმა, Rakuten Viber-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და CIS-ის ქვეყნებში გაყიდვების უფროსმა დირექტორმა.
"მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ინოვაციურ ახალ ტექნოლოგიებს, რათა გადახდები/გადარიცხვები უფრო სწრაფად და მარტივად განახორციელონ. მოხარულები ვართ განვაცხადოთ, რომ Rakuten Viber-თან და საქართველოს ბანკთან ჩვენი პარტნიორობის შედეგად, მომხმარებლები უკვე შეძლებენ, უსაფრთხოდ გაგზავნონ P2P გადახდები თავიანთი შეტყობინებების აპლიკაციაში ისევე მარტივად, როგორც შეტყობინებებს გზავნიან. გარდა ამისა, Mastercard-ის მფლობელებისთვის პირველი 6 თვის განმავლობაში ბარათებზე გადარიცხვის საკომისიო უფასო იქნება. ამავდროულად, Viber, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეტყობინებების პლატფორმა საქართველოში, აფართო ებს ასეთი გადარიცხვებით პოტენციურ მოსარგებლეთა დიაპაზონს და, შესაბამისად, მაქსიმალურად მოსახერხებელს ხდის მას მომხმარებლისთვის", — აღნიშნა იგორ სტეპანოვმა, Mastercard-ის რეგიონულმა მენეჯერმა საქართველოსა და სომხეთში.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები