დმანისში რამიზ რამაზანოვის მიმართ მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია — არასამთავრობოები
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ დმანისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რამიზ რამაზანოვის ღირსება, უსაფრთხოება და სახლში დაბრუნება უზრუნველყონ. ისინი რამაზანოვის გარშემო მიმდინარე პროცესებს შემაშფოთებელს უწოდებენ. დეპუტატს ოჯახის წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები მე-2 დღეა ეძებენ.
NGO-ები მომხდარს სავარაუდო პოლიტიკური შევიწროებად აფასებენ. მათი თქმით, საკრებულოში ოპოზიციისა და ხელისუფლების დეპუტატთა თანაბარი რაოდენობის გამო, მმართველმა გუნდმა, ამ გზით, სავარაუდოდ, რამაზანოვის მხარდაჭერის მოპოვება დაისახა მიზნად.
"ადგილობრივ დონეზე ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის ხელისუფლების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები მიუღებელია. ის არსებითად აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს. ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა უმძიმესი გამოცდილება, როდესაც სავარაუდო პოლიტიკური შევიწროების და ზეწოლის გამო ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რიგ შემთხვევებში კი, ადამიანების სიკვდილით დამთავრდა (მაგალითად, ია კერზაიას საქმე, ნუგზარ ფუტკარაძის საქმე). როგორც ჩანს, პერიფერიებში ამგვარ პრატიკას კიდევ უფრო მძიმე და შიშველი ფორმები აქვს", — აცხადებენ ისინი.
არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ რამიზ რამაზანოვმა 2 კვირის წინ განმეორებითი ინსპექტირების შემდეგ მოულოდნელად, სოფელი ზემო ორუზმანის საჯარო სკოლის დირექტორის პოზიცია დატოვა. ისინი აქვე დასძენენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სკოლის დირექტორების უკანონო მიყურადებისა და მასობრივი კონტროლის შესახებ, შემაშფოთებელია.
"ამგვარი გამოცდილებები მოქალაქეებს უკარგავს ნდობას პოლიტიკური პროცესების მიმართ და პარალიზების ეფექტი აქვს მათი პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით. ცხადია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ამგავრ პრაქტიკას დამატებითი სოციალური შინაარსი აქვს, მით უფრო, რომ რამდენიმე თვის წინ დმანისი მძიმე დაძაბულობის ადგილი იყო", — ამბობენ ისინი.
არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას მიმართავენ და საქმის დაუყონებლივ გამოძიებასა ითხოვენ. მათივე განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ასეთი ქმედებების მძიმე პოლიტიკური და სოციალური შედეგები უნდა გაიაზროს და "პროცესები დემოკრატიულ ჩარჩოში დააბრუნოს".
განცხადებას ხელს 6 ორგანიზაცია აწერს:
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC).
რამაზანოვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 8 დეკემბერს საკრებულოს ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათი თქმით, რამაზანოვს სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახური დაჭერით ემუქრებოდა, გუშინ კი მათთვის გაურკვეველმა პირებმა წაიყვანეს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. საკრებულოს წევრმა, ლევან მოსაშვილმა განაცხადა, რომ რამაზანოვი ორი კვირის წინ სკოლის დირექტორის პოზიციიდან გაათავისუფლეს.
საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, ჰუსეინ ისმაილოვი ამბობს, რომ ბოლოს საუბრისას რამაზანოვმა მას უთრა: "ისეთ მდგომარეობაში ვარ, ან უნდა შევიდე, ან თავი უნდა მოვიკლაო". მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში მასთან კონტაქტზე გასვლას ვერ ახერხებენ, რადგან სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
On.ge დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირდა პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
დმანისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია, სადაც 3 დეკემბერს საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა და თავმჯდომარე ვერ აირჩა. სხდომას ქართული ოცნების 15 დეპუტატი ესწრებოდა, ქვორუმისთვის კი 16 დეპუტატის მონაწილეობა იყო საჭირო.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები