კაცები სტერეოტიპების წინააღმდეგ, გენდერული თანასწორობისთვის
ფოტო: თემო ინასარიძე
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, პარტნიორ ორგანიზაცია Care Together-თან თანამშრომლობით, 2016 წლიდან დაიწყო ერთდღიანი ტრენინგ-მოდულის, "მამაკაცური საუბრების" განხორციელება თბილისში, კახეთსა და სამეგრელოში. ინიციატივას 2020 წელს ჯერ გურია და იმერეთი, 2021 წელს კი უკვე ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთიც შეუერთდნენ.
ტრენინგ-მოდული "მამაკაცური საუბრები" საერთაშორისო ორგანიზაციასთან, Promundo US-თან პარტნიორობით დამუშავდა და ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას და კვლევით მონაცემებს. მოდულის ადაპტირება, საქართველოს კულტურულ-სოცილაური ასპექტების გათვალისწინებით, ადგილობრივმა ფასილიტატორებმა უზრუნველყვეს.
შეხვედრაზე ფასილიტატორები და მონაწილეები უსაფრთხო, სანდო გარემოში საუბრობენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა საოჯახო საქმის თანაბარი გადანაწილება, შვილების აღზრდასა და მოვლაში თანაბარი ჩართულობა, ოჯახის წევრებზე ზრუნვა, ძალადობის ელემენტების ამოცნობა და მათი გამოაშკარავება. ტრენინგ მოდული მოიცავს ინტერაქტიულ სავარჯიშოს, ვიზუალურ სასწავლო მასალას და ეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს.
თელაველი იასე გაგნიძე ერთ-ერთია, ვინც სექტემბერში "მამაკაცურ საუბრებს" პირველად დაესწრო. როგორც თავად ამბობს, "მამაკაცური საუბრები" ყველა იმ შეხვედრისგან განსხვავდება, სადაც აქამდე მიუღია მონაწილეობა.
"აქამდე ბევრ შეხვედრაზე ვყოფილვარ თუმცა ეს განსხვავებული იყო, მსგავსი მიმართულების შეხვედრებზე, რომლებთანაც მქონია შეხება, საუბარი ძირითადად, დედებზე და დედების მშობლობაზე იყო", — ამბობს ის.
მისივე თქმით, "ხშირად ყველა ჩვენთაგანს რაღაც კითხვები გვაწუხებს, რომლებზეც ხმამაღლა ვერ ვსაუბრობთ, ან არ გვაქვს ის გარემო, სადაც ჩვენს მოსაზრებებს გავუზიარებთ ერთმანეთს". სწორედ ამიტომ, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ჯგუფის წევრებში იმის აღმოჩენა, რომ შეხედულებები, რომელიც მას ჰქონდა ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ემთხვეოდა ან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ზოგიერთ საკითხზე, განსხვავებული მოსაზრების მოსმენისა და მსჯელობის შემდეგ კი აზრიც შეიცვალა.
"დავინახე, რომ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში შეიძლება ვცდებოდე და ძალიან დამეხმარა მონაწილე ადამიანებისაგან მოსმენილი მოსაზრებები სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში", — ამბობს იასე და დასძენს, რომ თუ აქამდე სხვის ოჯახურ კონფლიქტში ჩარევას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევდა, "მამაკაცური საუბრების" შემდეგ შეხედულება შეეცვალა.
ჯგუფში დისკუსიის განმავლობაში შეთანხმდნენ იმაზეც, რომ "შვილებთან მიმართებაში ხმამაღალი საუბრით და დასჯის გარკვეულ მექანიზმებთან შედარებით, მათთან მეგობრული, თანასწორობის პრინციპზე დამყარებული საუბრით უფრო მეტი დადებითი შედეგს მივაღწევთ".
"ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ჩვენს გარემოში არსებული გარკვეული სტერეოტიპების მსხვრევას, თუნდაც იმას რომ ოჯახში ქალმაც და კაცმაც სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი. პირადად ჯგუფის მოდერატორებს, გისურვებთ წარმატებებს, ბევრ მსმენელს და წინსვლას, ძალიან კარგი იდეა განახორციელეთ ამ პროექტის შექმნით...ბევრი სტერეოტიპები დაგემსხვრიოთ ადამიანის აზროვნებაში", — ამბობს იასე.
იასინ ბედიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში ცხოვრობს. სწორედ მისსავე სოფელში დაესწრო ის "მამაკაცურ საუბრებს", საიდანაც, როგორც თავად ამბობს, ბევრი რამ ისწავლა იმის შესახებ, "თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ოჯახის თითოეულ წევრზე, რა შეიძლება იყოს კაცისა და ქალის როლი ოჯახში და სხვა".
სემინარს ისეთი ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება არასდროს ჰქონიათ, ასევე იყვნენ ადამიანები, რომელთა აზრები განსხვავდებოდა, თუმცა ერთმანეთის ნათქვამს პატივს სცემდნენ.
"პირადად მე მყავს ორი თვის შვილი, რა თქმა უნდა, ვზრუნავ შვილზე და მეუღლეზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტრენინგის შემდეგ, როცა დავბრუნდები სახლში, უფრო ყურადღებიანი და მზრუნველი ვიქნები ოჯახის თითოეული წევრის მიმართ. მეუღლესთან ერთად ჩავერთვები ჩემი შვილის აღზრდაში", — ამბობს იასინი.
"მამაკაცური საუბრების" კიდევ ერთი მონაწილე ქრისტო ხაჩიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი საყუნეთიდანაა. ქრისტო აღნიშნავს, რომ "რეგიონებსა და სოფლებში, ხშირად არ გვაქვს სივრცე და შესაძლებლობა, სადაც ოჯახში როლების გადანაწილებაზე, სტერეოტიპებზე ან სხვა მნიშნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ".
მისივე თქმით კი, სხვების მოსმენით ბევრს სწავლობს და აანალიზებს, რაც შემდეგ სწორი აზრის ფორმირებაში ეხმარება.
"მამაკაცური საუბრებისთვის" სწორედ ისეთი გარემოა შექმნილი, სადაც ჩემი აზრის გამოხატვა თავისუფლად შემიძლია. ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრების შემდეგ ადამიანებს ბევრი სტერეოტიპის დამსხვრევა და ჯანსაღ დისკუსიაში მონაწილეობა შეუძლიათ. შეხვედრისას ბევრი ახალი რამ გავიგე, ზოგი გადავაფასე კიდეც. ძალიან კარგი საქმეა და მგონია, რომ ყველასთვის საჭიროა ამ შეხვედრებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა", — აღნიშნავს ქრისტო.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ "კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება" აჩვენა, რომ საქართველოში გენდერული როლები კვლავ არათანაბრადაა გადანაწილებული. კაცების 60% და ქალების 38% მიიჩნევს, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული კარიერის განვითარება. დედების 47% და მამების 58% ამბობს, რომ თანაბარ დროს უთმობენ ბავშვთან თამაშს, თუმცა მამებს არ აქვთ განსაზღვრული როლი ბავშვზე ზრუნვაში. დედების 78% და მამების 76% ამბობს, რომ საფენს/ტანსაცმელს დედა უცვლის.
"მამაკაცური საუბრები" საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება შემდეგი პროგრამების ფარგლებში:
- "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად", რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით;
- "გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით;
- "ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში", რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით;
- გაეროს ერთობლივი პროგრამა "გენდერული თანასწორობისათვის", რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანასური მხარდაჭერით.
-
"ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე "ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე
გადახედვა
-
გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს
გადახედვა
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა



კომენტარები