საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში სტუდენტებისთვის Tech პროფესიებზე შეხვედრა გაიმართა
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მომავლის პროფესიების პოპულარიზაციას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა Fennec Tech Studio-სთან ერთად გორში შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარ მიზანსაც ტექნოლოგიური პროფესიების უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. Tech სფეროს წარმომადგენლებმა მათ საკუთარი კარიერული განვითარების გამოცდილება გაუზიარეს და სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულების პროფესიები მიმოიხილეს. ამასთან, მათ დამსწრეებს მომავლის პროფესიების დაუფლებისათვის სასარგებლო რჩევებიც გაუზიარეს.
შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებმა სპიკერებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს. ღონისძიების დასასრულს კი, შეხვედრაზე მიღებული ცოდნის შესამოწმებლად ინტერაქციული ქვიზი ჩატარდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
"კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დასაქმების და განათლების ხელშეწყობაა. უკვე ორი წელია, სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერით ვცდილობთ მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია მომავლის პროფესიების და მათი დაუფლების შესახებ, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის უკეთ რეალიზება და კარიერული განვითარება. აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ტექნოლოგიური პროფესიების მქონე, რეალიზებულ, წარმატებულ ადამიანებს და მათგან მიეღოთ სასარგებლო რჩევები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები მიზნისკენ და შექმნან საკუთარი წარმატებული კარიერა ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას დავანახოთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების გამოყენების გზები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები", — განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ გოჩაშვილმა.
Fennec Tech Studio ტექნოლოგიებსა და ტექნოლოგიურ პროფესიებზე მიძღვნილი პლატფორმაა, რომელიც მაყურებელს YouTube არხის საშუალებით კარიერული განვითარებისა და ტექნოლოგიების შესახებ ვიდეოებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სთავაზობს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები