გირჩის ინიციატივით, ბირჟა მაფიას საქმეზე მიღებული საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება იდენტურ საქმეებზეც უნდა გავრცელდეს
გირჩს პარლამენტში შეაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ბირჟა მაფიას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა იდენტურ შემთხვევებზეც უნდა გავრცელდეს. პარტიის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ამ საქმეზე დადასტურდა სამართალდამცავთა მიერ მოქალაქეებისთვის ნარკოტიკული საშუალებების ჩადება და გასაჩივრების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მტკიცებულების სტანდარტი.
"ჩვენ გვინდა შევიტანოთ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც სრულყოფილად აღასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ხალხი, რომელიც ამ სტანდარტით სხედან ციხეში, როგორც კანონის უკუქცევითობის ძალის პრინციპიდან გამომდინარე, უნდა გათავისუფლდნენ. ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, ყურადღება მიაქციონ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და ყურადღება მიაქციონ ამ გადაწყვეტილებას, რათა გამოვუშვათ ციხიდან ის ადამიანები, რომლებიც დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ძალაში მყოფი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იქ უკანონოდ სხედან", — ამბობს ხვიჩია.
ხვიჩია განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, არ შეიძლება ხალხი ციხეში იჯდეს მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე.
"2020 წლის 25 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც თქვა, რომ არ შეიძლება ადამიანი იჯდეს ციხეში, მხოლოდ პოლიციელის ჩვენების გამო, იქ ერთი დათქმა გაკეთდა თუ ეს ინფორმაცია მოწოდებულია კონფიდენტის საფუძველზე, როცა აგენტმა პოლიციელს მიაწოდა ინფორმაცია, ვიღაც ადამიანს, რაღაც დანაშაულებრივი ნივთი აქვს, ისინი შევიდნენ ჩხრეკა ჩაატარეს, ოღონდ არ ჩართეს არც ვიდეო კამერები არც ნეიტრალურ მოწმეს არ ავუძახეს და ხალხი ციხეში ზის მხოლოდ 2 პოლიციელის ჩვენების საფუძველზე, ან 3-ის, მნიშვნელობა არ აქვს. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს ხალხი გამოსაშვებია გარეთ, მაგრამ ჩვენმა მართლმსაჯულების სიტემამ ეს განმარტა ისე, რომ თვითონ ბირჟა მაფიას ხალხი, რომ გარეთ არ ყოფილიყო პოლიტიკური პროცესების შედეგად გამოსული, ისევ ციხეში ისხდებოდნენ", — ამბობს ხვიჩია.
2020 წლის 25 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომელთაც ოპერატიული გზით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოჰქონდათ გამამტყუნებელი განაჩენი.
საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე მიღებულ გადაწყვეტილებაზე რამდენიმე დებულება გამოყო, მათ შორის:
- აუცილებელია, უშუალოდ ჩხრეკის ჩატარების პროცესი და მოპოვებული მტკიცებულება, გამყარებული იყოს სხვა ნეიტრალური მტკიცებულებით, იქნება ეს ჩხრეკის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი, ამ საგამოძიებო მოქმედებაზე ნეიტრალური დამსწრე პირის ჩვენება, ან სხვა ობიექტური მტკიცებულება. სხვა შემთხვევაში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება არ უნდა დაიშვას სისხლის სამართლის საქმეზე;
- სასამართომ ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელის ჩვენება, რომელიც არსებითად ემყარება და იმეორებს ინფორმანტის/კონფიდენტის მიერ მისთვის მიწოდებულ ოპერატიულ ინფორმაციას, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სამართალდამცავის ამგვარი ჩვენება, თავისი შინაარსით, არის ირიბი მტკიცებულება, რომელიც ნაკლები სანდოობითა და უტყუარობის დაბალი ხარისხით ხასიათდება;
- საკონსტიტუციო სასამართლომ ცალკე იმსჯელა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერებაზე და დაადგინა, რომ იმ შემთხვევაშიც, როცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს უკანონო ნივთი, თავისთავად ეს ფაქტი არ უნდა გახდეს სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკის დაკანონების საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩხრეკის შედეგი არ არის რელევანტური იმის შესაფასებლად, თუ რამდენად დასაბუთებული იყო გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკა.
EMC აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად არ ცნო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარება, თუმცა, განმარტა, რომ ასეთ ვითარებაში, სამართალდამცავებს ვალდებულება აქვთ, რაღაც ფორმით გადაამოწმონ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სანდოობა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები