ევა გოცირიძე: კარგად გავაცნობიეროთ, არის თუ არა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეფექტიანი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ევა გოცირიძის მოსაზრებით, გამოხატვის თავისუფლება იმ დოზით, რაც ამჟამად საქართველოში არსებობს, მისთვის მიუღებელია. მან ამის შესახებ ტელეკომპანია პირველის პირდაპირ ეთერში, დღეს ისაუბრა.
ევა გოცირიძემ თავისი მოსაზრების გასამყარებლად გამოიყენა რუსთავი 2-ის მიერ ტელეკომპანიის საქმის განმხილველ მოსამართლეებზე მომზადებული სიუჟეტები. მან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მსგავსი ქმედებებზე რეაგირების კუთხით ეფექტიანობაც დაუწუნა:
"აქ არის საუბარი იმაზე, არის თუ არა ეს სწორი და უნდა მისცეს თუ არა საზოგადოებამ და პირველ რიგში, ჟურნალისტთა კორპუსმა შეფასება. ამიტომ, ყველა ჟურნალისტს მოვუწოდებ, საკითხი, სად გადის ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების ზღვარი კრიტიკისა და ლანძღვის კონტექსტში, კარგად იყოს გაცნობიერებული და ასევე გაითვალისწინოთ, არის თუ არა ქარტია, რომელსაც არ შეურთდა ჟურნალისტთა უმეტესობა, ეფექტიანი ამ ტიპის დარღვევებზე რეაგირებისათვის. მით უმეტეს, რომ უზარმაზარი რაოდენობა ჟურნალისტებისა არ შეუერთდა ამ ქარტიას, რაც მე მაძლევს საშუალებას ვივარაუდო, რომ მათ საერთოდ არ აიღეს თავზე არანაირი პასუხისმგებლობა და მათთვის გამოხატვის თავისუფლება არის ნებისმიერი რამის თქმის უფლება, ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის."
ევა გოცირიძის მოსაზრებით, გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს ისეთი, რომ "შეურაცხყოფა არ მიაყენონ კონკრეტული ადამიანების რეპუტაციას, არ შელახონ სასამართლოს პრესტიჟი და ავტორიტეტი."
გამოხატვის თავისუფლებით არ უნდა შეილახოს სასამართლოს პრესტიჟი და რეპუტაცია
დიანა ტრაპაიძემ ევა გოცირიძეს ჰკითხა, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ მაშინ, თუ არსებობს სერიოზული ეჭვები მოსამართლის ქმედებებთან დაკავშირებით. მან გაიხსენა გირგვლიანის მოსამართლის, ჩემიას ქმედებებიც, რაზეც გოცირიძემ უპასუხა:
"ყველაფერი არის შეფარდებითი, კრიტიკა დასაშვებია, მწვავე კრიტიკაც დასაშვებია, განსაკუთრებით მაშინ, თუკი არსებობს საკმარისი ობიექტური საფუძველი, მაგრამ ისეთი გამონათქვამები, რომელიც სცილდება ყოველგვარ ზღვარს, წარმოადგენს მოსამართლეებისადმი მტრული დამოკიდებულების გაღვივებას, მოსამართლეებისადმი სიძულვილის თესვას, რომელსაც იყენებენ, თავის მხრივ, მოსამართლეებისა და იმ გადაწყვეტილებების დისკრედიტაციისთვის, რომელსაც ეს სასამართლო იღებს."
ევა გოცირიძის თქმით, ამჟამად ცილისწამებისთვის ჩივილის პროცედურები საკმარისად ეფექტიანი არ არის. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა რუსთავი 2-ის მიერ საკუთარი საქმის გაშუქება:
"რუსთავი 2-ის ხელში იყო ბერკეტი, რომლითაც მას შეეძლო საზოგადოებაში შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომელიც მათთვის იყო ხელსაყრელი.
ეს იყო დამაზარალებელი სასამართლოს რეპუტაციისთვის და ეს იყო ხელისშემშლელი მართლმსაჯულებისათვის".
იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის არამოსამართლე წევრიც ევა გოცირიძეა, წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის მოვალეობებში შედის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნა, სასამართლოების შექმნა, ან გაუქმება, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების წამოწყება და ა.შ.
რაც შეეხება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, ის არის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომლის მისიაა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება. ორგანიზაცია 2009 წლის 4 დეკემბერს დაფუძნდა და მას ამჟამად 318 ხელმომწერი ჰყავს. ნებისმიერი პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ რომელიმე ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკის სტანდარტი, უნდა მიმართოს ქარტიას განცხადებით, რის შემდეგაც ქარტიის საბჭო, მხარეების მონაწილეობით განიხილავს საქმეს და ადგენს, ჟურნალისტმა დაარღვია თუ არა ქარტიის რომელიმე პრინციპი. ქარტია არ არის ჟურნალისტთა სადამსჯელო ორგანიზაცია, ის სანქციას არ აკისრებს არავის. ქარტია განიხილავს როგორც ხელმომწერი, ისე არახელმომწერი ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები