საკრებულოების თავმჯდომარეობის ჩვენს კანდიდატებს მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში დავასახელებთ — სიჭინავა
პარტიას საქართველოსთვის წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გახარიას პარტიას გადამწყვეტი ხმები აქვს, პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში დაასახელებენ. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, სიჭინავა ამბობს, რომ სხდომას დაესწრებიან, თუმცა დღეს თავმჯდომარეობის, მოადგილეებისა და კომისიების დაკომპლექტებაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
"იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან, სადაც ჩვენს პარტიას გააჩნია გადამწყვეტი ხმები, დღეს, პირველ სხდომაზე, საკრებულოების თავმჯდომარეობის კანდიდატებად ჩვენს წარმომადგენლებად ვასახელებთ მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, სადაც ასევე გვაქვს გადამწყვეტი ხმები, თქვენ იცით, რომ ეს არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, დავესწრებით სხდომებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეობის, მათი მოადგილეების არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების პროცედურაში დღეს მონაწილეობას არ მივიღებთ", — აცხადებს ის.
სიჭინავა აღნიშნავს, რომ იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მათმა პარტიამ ხმების გადამწყვეტი რაოდენობა ვერ, თუმცა თავმჯდომარეობის დასასახელებლად საკმარისი ხმები მოიპოვა, პირველივე სხდომაზე საკუთარ კანდიდატურებს წარადგენენ.
"სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც არ გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, გადამწყვეტი ხმები, თუმცა გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ დავასახელოთ საკრებულოს თავმჯდომარეობის ჩვენი კანდიდატები, ჩვენ დღესვე ახალარჩეული საკრებულოების პირველივე სხდომაზე წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარეობის და სხვა პოზიციების დასაკავებლად", — თქვა მან.
რაც შეეხება ბათუმს, გახარიას პარტიაში გუშინ, 2 დეკემბერს განაცხადეს, რომ აქ საკრებულოს პირველ სხდომას არ დაესწრებიან. მათი განმარტებით, ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ არ მიიღეს შემოთავაზება კომისიების თანაბრად გადანაწილებისა და საკრებულოს თავმჯდომარედ მათი პარტიის მხარდაჭერაზე.
დღეს, 3 დეკემბერს საკრებულოების მეშვიდე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართება, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეებს, მათ მოადგილეებსა და კომისიის წევრებს აირჩევენ.
გაიგე მეტი:
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები