რას ამბობენ სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შეზღუდვების შესახებ ღარიბაშვილის ინიციატივაზე
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის (GGA) ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა აზარტული თამაშებისა და ონლაინ კაზინოებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაზე სექტორის საერთო პოზიცია წარადგინა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ წავა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, ისინი იძულებული გახდებიან გათიშონ ონლაინ ტოტალიზატორები და უარი თქვან სოციალურ და სხვა პროექტებზე, მათ შორის სპონსორობაზე.
"დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებული ვიქნებით, შესაბამისად მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის, სპონსორობაზე და ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი", — განაცხადა მამულაშვილმა.
მამულაიშვილის განცხადებით, მთავრობას ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გაუვლია არც ადგილობრივ და არც უცხოურ კომპანიებთან. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მთავრობის მხრიდან გაჟღერდა ბიზნესთან კონსულტაციის დაპირებები, დღემდე ასეთი კონსულტაცია არ შემდგარა.
"მოსალოდნელი რეგულაციები სავსებით მიუღებელია გამომდინარე იქიდან, რომ არ ჩატარებულა კონსულტაციები ბიზნესთან და ასევე, მიუღებელია ის ტონი და ის ფორმა, რომლითაც ბიზნესთან ურთიერთობს მთავრობა დღესდღეობით — ეს ხდება მხოლოდ მედიის საშუალებით", — განაცხადა მამულაიშვილმა.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ სექტორისთვის საგადასახადო ვალდებულებების გაზრდა გამოიწვევს მათი საქმიანობის შეჩერებას, ეს კი საგულისხმობა, რადგან აზარტული თამაშების კომპანიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სახელმწიფოს ბიუჯეტის ფორმირებაში. ამასთანავე, მამულაიშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებების შედეგად, გაიზრდება უმუშევართა რიცხვი როგორც სათამაშო ბიზნესის სფეროში, ისე მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში.
"განცხადებაში აქცენტი გაკეთდა სექტორისთვის საგადასახადო ვალდებულებების გაზრდის საჭიროებაზე და ეს იმ პირობებში, როდესაც არსებული საგადასახადო ტვირთი კანონმდებლობით ისედაც მძიმეა სექტორისთვის — შეადგენს 40%-ს, რაც დაახლოებით 30%-ით მეტია სხვა ბიზნესებთან შედარებით. ამასთან, დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც ონლაინ ინდუსტრიის საგადასახადო ტვირთი გაიზრდება დაახლოებით 70%-მდე, შეუძლებელს ხდის ბიზნესის შემდგომ საქმიანობას, რაც განსაკუთრებით საგულისხმოა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სექტორში მონაწილე სუბიექტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენენ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაზე", — განაცხადა მამულაიშვილმა.
ასევე, ასოციაციის თქმით, საგადასახადო კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ გარანტიებს და არღვევს დიდ ბრიტანეთთან და შვედეთთან გაფორმებულ ინვესტიციების დაცვის შესახებ ხელშეკრულებებით დადგენილ პირობებს.
ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მათთვის მიუღებელია, არის მოთამაშეთა მინიმალური ასაკის 25 წლამდე გაზრდა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით იზღუდება ადამიანის საკუთრების უფლება, რაც კონსტიტუციითაა გარანტირებული.
"ცვლილებების ნაწილი არაკონსტიტუციურია. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიტანოთ ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდა. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ქმედუნარიანობის ასაკი 18 წელია, ხოლო არჩევით თანამდებობაზე დაშვებულია 21 წლის ასაკიდან პირის არჩევა, რომელსაც უფლებამოსილება აქვს მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები, მოთამაშეთა მინიმალური ასაკის ზღვარის 25 წლამდე გაზრდა სრულად დაუსაბუთებელია. სრულწლოვანი მოქალაქისთვის ასაკობრივი ცენზის დაწესებით იზღუდება მისი უფლება, თავისუფლად განკარგოს მის საკუთრებაში არსებული სახსრები, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების პირდაპირი დარღვევაა", — ამბობს მამულაიშვილი.
სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მიიჩნევს, რომ დაანონსებული ცვლილებები გამოიწვევს მომხმარებლების გადინებას უცხოურ, არალიცენზირებულ ვებ-გვერდებზე, სადაც ასაკობრივი ზღვარი 18 წელია და არ მოქმედებს რეგისტრაციის მაღალი სტანდარტები. ეს კი ფაქტობრივად გამორიცხავს მათი უფლებების დაცვის კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან.
"დამატებით საყურადღებოა ასეთი გადინების შედეგად ვალუტის კურსსა და ეკონომიკაზე მოსალოდნელი უარყოფითი ეფექტი. ქვეყნის გარეთ რეგისტრირებული სათამაშო ბიზნესის კომპანიების სასარგებლოდ შესრულებული ოპერაციების მოცულობა ყოველწლიურად აღემატება 120 მილიონ ლარს, რაც გაცხადებული შეზღუდვებისა და აკრძალვების საფუძველზე, ჩვენი გათვლებით, სულ მცირე 10-ჯერ გაიზრდება", — აცხადებს ასოციაცია.
29 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებთ. ამასთან, კაზინოებში ვერ ითამაშებენ სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან და საჯარო მოხელეები. მისივე თქმით, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებილი იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით გაიზრდება.
პრემიერმინისტრმა დააანონსა სათამაშო ბიზნესის ყველანაირი რეკლამის აკრძალვაც. მათ შორის, სატელევიზიო, გარე და ქართულ ვებ-გვერდებზე განთავსებული რეკლამა. ღარიბაშვილის თქმით, სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.
მანამდე, 22 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ კაზინოები უნდა აიკრძალოს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები