შატალოვას ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს
ანასტასია შატალოვას ოჯახის ადვოკატი, პაატა შავაძე აცხადებს, რომ ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს. მისი თქმით, ამის საფუძველს აძლევს ის, რომ გამოძიება არ ინტერესდება იმ მტკიცებულებებით, რომელსაც დაცვის მხარე აწვდის.
"მე მივაწოდე გამოძიებას სისხლის სამართლის საქმის ის მასალები, რომლებიც უკავშირდება ზურაბ ბერიძის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტებს და რაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე დაწყებულია წარმოება და ბერიძე ბრალდებულია. ვერც ამ კუთხით ვერ დავინახეთ დაინტერესება გამოძიების მხრიდან, რაც კიდევ უფრო გვიღრმავებს ეჭვებს, რომ ტენდენციურად მიმდინარეობს გამოძიება არის ვისიმე ქვენა ინტერესი, რომ არ დადგინდეს საბოლოოდ ჭეშმარიტება", — განაცხადა პაატა შავაძემ.
ზურაბ ბერიძის სავარაუდო ბრალეულობაზე საუბრობს ანასტასია შატალოვას დედა, სვეტლანა შატალოვაც. მისი თქმით, არსებობს მიმოწერები, სადაც ანასტასია წერს, რომ ეშინია არ მოკლას მისი შვილის მამამ.
"სულ მეუბნებოდა ანასტასია, რომ უთვალთვალებდნენ და ამბობდა, რომ ეს ზურაბი იყო. მას მტრები არ ჰყავდა. მკვლელობამდე ორი კვირით ადრე ვიყავი მასთან, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო. ამბობდა მხოლოდ იმას, რომ ზურაბი იყო მისი პრობლემა. ყველაფერი მასზე მიუთითებს. ფაქტია, რომ ამ მკვლელობის შედეგად ზურაბმა მიიღო ის, რაც სურდა — ბავშვი ახლა მასთანაა. ის დიდ ძალისხმევას და ფულს ხარჯავდა ბავშვის წასაყვანად", — აცხადებს სვეტლანა შატალოვა.
მას კითხვები აქვს გამოძიებასთანაც. ამბობს რომ სამართალდამცველები ინფორმაციას არ აწვდიან და ეუბნებიან მხოლოდ იმას, რასაც მედიიდან ისედაც იგებს.
ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში, საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. 19 ოქტომბერს მისი მკვლელობის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. 20 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე მათგან პატიმრობა შეუფარდა.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები