რა მიზეზით უთხრა რეესტრმა ალტ ინფოს უარი პარტიის რეგისტრაციაზე
საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული ალტ ინფოს წევრების დაფუძნებული კონსერვატიული მოძრაობის რეგისტრაცია შეაჩერა და მიზეზად დოკუმენტაციის შევსებისას დაშვებული რამდენიმე შეცდომა დაასახელა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებამ 25 ნოემბერს მიიღო. მათ 10 დღე აქვთ ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად გიორგი ქარდავა აირჩიეს, თუმცა ის ხელს არ აწერს წარდგენილ განცხადებას. კანონის მიხედვით, "წესდება ძალაში შედის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან", ამ შემთხვევაში კი წესდება ხელმოწერილია მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარის მიერ.
რეესტრის ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფის მიერ წარდგენილ სიას თან არ ერთვოდა პირადობის მოწმობის ნომრები. რეესტრი განმარტავს, რომ სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს პარტიის არანაკლებ 1 000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის მითითებითა და მათი ხელმოწერებით.
ამასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება არა ერთგვაროვნადაა მითითებული. წესდებაში აღნიშნულია, რომ პარტიის ემბლემა არის შინდისფრად გამოსახული 5 მცირე ზომის ჯვარი, რომელიც მთლიანობაში გამოსახულია ერთი დიდი ზომის ჯვრის სახით. ჯვრის გვერდით, ქართულ და ინგლისურ ენებზე წარდგენილია პარტიის ოფიციალური დასახელება.
არის კიდევ რამდენიმე ხარვეზი:
- სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას;
- სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით პარტიის ყრილობა არ არის განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ. ასევე, სარევიზიო კომისია არ მოიხსენიება ერთგვაროვნად წესდების 6,4, 6,6, 6,7, 12 და 1,6 მუხლებში;
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდების 10,3 მუხლი პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის ნაცვლად ითვალისწინებს დანიშვნას;
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებს;
- წესდების 16,3 და 17,5 მუხლები ურთიერთშეუსაბამოა.
ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა ალტ ინფომ პარტია 20 ნოემბერს დააფუძნა, რომელსაც კონსერვატიული მოძრაობა უწოდეს. პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა თბილისში, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა. პარტიის თავმჯდომარედ 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს.
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები