ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველო ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზაზე მსოფლიოში ყველაზე წარმატებულია. ამასთან, მისი თქმით, სხვა კრიზისის წინაშე ქვეყანა არ დგას, რადგან პოლიტიკოსების მიერ პარლამენტის დატოვება და საპროტესტო აქციები კრიზისი არ არის.

"ეკონომიკური კრიზისი არის მთელ მსოფლიოში, მაგრამ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზაზე სქართველო აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული 10%-იანი ეკონომიკური ზრდით", — ამბობს ის.

საქართველოს ეკონომიკა აღდგენის რეჟიმშია, თუმცა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დიდწილად 2020 წელს შემცირებული ეკონომიკით არის გამოწვეული. ამას ე.წ. საბაზისო ეფექტი ეწოდება — აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის ცხრა თვეში კი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 11,3%-ით არის გაზრდილი.

გაიგე მეტი: