იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განახლებული ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება გრძელდება. დღეიდან პატარა პაციენტები ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ სერვისებს ინფრასტრუქტურულად და კლინიკურად განახლებულ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მიიღებენ.
იაშვილის საავადმყოფოს ბაზაზე გახსნილი ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ერთ სივრცეში 17 მიმართულების სამედიცინო სერვისებს აერთიანებს. მათ შორისაა დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც სრულ ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ რადიოლოგიურ კვლევებს უზრუნველყოფს. პაციენტების მკურნალობა ექიმების გუნდის მიერ ინდივიდუალური მიდგომით ან ერთობლივი კონსილიუმების შედეგად იგეგმება. რთული კლინიკური შემთხვევების მართვაში ევექსი ჰოსპიტლების სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს პედიატრიული მიმართულება ერთვება, რომელიც საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექსპერტებისგანაა დაკომპლექტებული. აღსანიშნავია ჰოსპიტლის თანამშრომლობა ჰოლანდიაში არსებულ პათომორფოლოგიურ ლაბორატორიის ბაზასთან, სადაც რთული შემთხვევების ანატომიური დიაგნოსტიკა ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული ცვლილებები პაციენტების კომფორტზე მაქსიმალურად არის მორგებული და მულტიპროფილურ სამედიცინო მომსახურებას ერთ სივრცეში უზრუნველყოფს. ამის მაგალითია პულმონოლოგიის ცენტრი, სადაც პედიატრი, ბავშვთა პულმონოლოგი, ფთიზიატრი, გულმკერდის ქირურგი და ფილტვის ფუნქციების სპეციალისტი ერთობლივი მუშაობით საზღვრავენ პაციენტის მდგომარეობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მოსულ პაციენტებს მათზე მორგებული კომფორტული გარემო დახვდებათ. აქვე მოეწყო გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. ცენტრში გამართული ოპერატიული სისტემის მეშვეობით გამარტივდა წამყვან ექიმებთან ვიზიტის დაჯავშნა. სამედიცინო მანიპულაციების დროს, სტრესის შესამცირებლად, პატარა პაციენტები VR სათვალით ნაჩვენებ ანიმაციის ყურებით გაერთობიან.
სამედიცინო სფეროში 45-წლიანი ისტორიის მქონე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო საქართველოში ერთადერთი მესამე დონის რეფერალური ცენტრია და კლინიკურად ყველაზე მძიმე პედიატრიულ სეგმენტს მართავს.
აღსანიშნავია, რომ ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა გასული 4 წლის მანძილზე იაშვილის საავადმყოფოში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად აღჭურვა ონკო-ჰემატოლოგიის, ურონეფროლოგიის, ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები. ასევე, გაიხსნა განახლებული პედიატრიული გადაუდებელი დახმარების განყოფილება. პროექტის დასასრულს კლინიკა ყველა საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტს დააკმაყოფილებს. ამ მიმართულებით მუშაობენ როგორც ქართველი, ასევე - უცხოელი ექსპერტები.
ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტი იაშვილის საავადმყოფოში 2023 წელს დასრულდება, რისთვისაც, ჯამში, 14 მლნ ლარის ინვესტიციაა გამოყოფილი.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები