ენმ-ს დეპუტატმა ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩაშლის მიზნით მძაფრსუნიანი ნივთიერება გაუშვა
ბათუმის საკრებულოში, სადაც 2022 წლის ბიუჯეტს ამტკიცებდნენ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ მძაფრსუნიანი ნივთიერება გაუშვა. ქამადაძის განცხადებით, შპრიცში არსებული ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის და ამის დასამტკიცებლად ის დარბაზში დაჩება.
"მგონია, რომ დღეს დღევანდელი საკრებულოს სხდომა არ უნდა ჩატარდეს ყოველგვარი ხმაურის გარეშე. ამიტომ მე ახლა საჯაროდ ხელთ მიჭირავს შპრიცი, რომელშიც არის ნივთიერება სრულიად უწყინარი, უბრალოდ აქვს ძალიან ისეთი სუნი, რომ აქ ვეღარ გაჩერდებით, პარლამენტში რაც იყო. აქედან გამომდინარე, მე ვრჩები ბოლომდე აქ, იმიტომ, რომ არ იფიქროს ვინმემ ეს ნივთიერება არის ჯანმრთელობისთვის საშიში. ამიტომ, ბოლო წუთამდე მე ვრჩები აქა", — განაცხადა ენმ-ს დეპუტატმა.
ამის შემდეგ ის პოლიციამ საკრებულოს შენობიდან გაიყვანა, საკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.
დილიდან ხმაურია ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში, სადაც საკრებულოს სხდომა მიმდინარეობდა. სხდომაზე ძველი საკრებულოს შემადგენლობა 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავდა. სწორედ ამას აპროტესტებდა იქ შეკრებილი ოპოზიცია — ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
ბათუმში აღნიშნულთან დაკავშირებით ხმაური იყო გუშინაც, ბიუროს სხდომაზეც. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე შესვლა და ძველი საკრებულოს შემადგენლობის მიერ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხის გატანაში ხელის შეშლა სცადეს.
ოპოზიციის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ უნდა დაამტკიცოს. მათივე თქმით, საკრებულოს არსებული შემადგენლობა არალეგიტიმურია და მათ ბიუჯეტის დამტკიცების უფლება არ აქვთ.
24 ნოემბერს ამაზე ისაუბრეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. მირდატ ქამადაძის განმარტებით, თუ საკრებულომ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რიგგარეშე არჩევნების საჭიროება დადგება. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ ცდილობს ხელისუფლება, რომ ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს.
მისივე თქმით, როცა ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუციები, სადაც, შეიძლება, ამ უსამართლობაზე იჩივლონ, უწევთ ყველა "ლეგიტიმური, ბუნებრივია, არაძალადობრივი" გზის გამოყენება, რომ ეს არ მოხდეს.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები