ბრიტნი სპირსი კრისტინა აგილერას მის მეურვეობაზე საუბრისგან თავის არიდების გამო აკრიტიკებს
გასულ ხუთშაბათს Latin Grammy Awards-ის ცერემონიაზე კრისტინა აგილერას რეპორტიორმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას ამ 13-წლიანი მეურვეობის დროს ბრიტნი სპირსთან კომუნიკაცია. აგილერას პრეს-აგენტმა მომღერალს პასუხის გაცემა არ აცადა და ჟურნალისტებს თავად უპასუხა: "არა, დღეს ჩვენ ამაზე არ ვისაუბრებთ, ვწუხვარ".
წასვლამდე აგილერამ ჟურნალისტებს მოკლედ უთხრა, რომ ამაზე საუბარი არ შეუძლია, მაგრამ ბრიტნის ამბის გამო ძალიან ბედნიერია.
ბრიტნი სპირსმა აგილერას ეს ქმედება გააკრიტიკა და თავის ინსტაგრამზე შემდეგი წარწერით პოსტი დადო: "მე ძალიან მიყვარს და ვაღმერთებ იმ ადამიანებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. მაგრამ ლაპარაკზე უარის თქმა, როცა სიმართლე იცი, სიცრუის ტოლფასია!!!! კორუმპირებულ და დამამცირებელ სისტემაში 13 წლის ყოფნის შემდეგაც კი, რატომ არის ასე რთული ხალხისთვის ამ თემაზე საუბარი? მე ვარ ის, ვინც ეს ყველაფერი გადაიტანა. ყველა ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა, დიდ მადლობას ვუხდი".
ბრიტნი სპირსმა და კრისტინა აგილერამ პოპულარობა ერთდროულად მოიპოვეს, როცა 1993-1994 წლებში დისნეის The Mickey Mouse Club-ში მიიღეს მონაწილეობა. საერთაშორისო აღიარებასა და ვარსკვლავობის ეტაპს ორივე მომღერალმა თინეიჯერობის პერიოდში მიაღწია.
2021 წლის ივნისის სასამართლო პროცესის შემდეგ, როცა ბრიტნიმ მისი ახლობელი ადამიანები ძალადობაში დაადანაშაულა, აგილერამ მათი ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა და მომღერალს მხარი დაუჭირა. "ბოლო რამდენიმე დღეა იმ ყველაფერზე ვფიქრობ, რასაც ბრიტნი განიცდის. მიუღებელია, რომ ნებისმიერ ქალს ან ადამიანს, რომელსაც სურს საკუთარი ცხოვრება თავად აკონტროლოს, ამის უფლება არ მისცე", — ვკითხულობთ აგილერას პოსტში.
მართალია, კრისტინა აგილერამ ბრიტნის სპირსის შესახებ დასმულ შეკითხვას თავი აარიდა, მაგრამ ლედი გაგამ ამ საკითხის შესახებ ვრცლად ისაუბრა. მისი აზრით, როგორც ბიზნესი ბრიტნის სპირსს მოექცა, არასწორი იყო. "ვფიქრობ, რომ ბრიტნი სამუდამოდ ქალების შთაგონება იქნება", — დასძინა მომღერალმა. ამ განცხადების გამო ბრიტნიმ ლედი გაგას პოსტი მიუძღვნა და მადლობა საჯაროდ გადაუხადა.
"ამ ბიზნესში ბრიტნი ერთ-ერთი ქალი იყო, რომელმაც ახალგაზრდობაშიც კი დიდი გამბედაობა გვაჩვენა და ჩემთვის ის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. მას ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ, რადგან ერთადერთი ადამიანი, ვინც საბოლოოდ მისი ცხოვრება შეცვალა, ეს თავად ბრიტნი იყო. ამ ბრძოლაში გამარჯვების გამო მე მისი მჯერა და მომავალში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ", — ამბობს ლედი გაგა Variety-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსი 13-წლიანი მეურვეობისგან სასამართლოს გადაწყვეტილებით რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა. მომღერალი 2008 წლიდან მეურვეობის ქვეშ მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების საბაბით იმყოფებოდა.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები