აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილია — ადვოკატი ივანიშვილზე გავრცელებულ ვიდეოზე
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატ ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, გავრცელებულ ვიდეოში ივანიშვილის ფრაზა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე აბსოლუტურად კონტექსტიდან არის ამოვრადნილი. საუბარია ფრაზაზე, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილი, ფინანსებსა და იურისპრუდენციაში ვერ ერკვევა.
"აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილია. კონტექსტში და სრულად მისი დამოკიდებულება და შეფასება ღარიბაშვილის მიმართ გამოიხატებოდა შემდეგნაირად, რომ იქ საუბარია რთულ საფინანსო პროდუქტებზე, ე.წ. წარმოებულ ფინანსურ პროდუქტებზე და, ამ შემთხვევაში, არა ბატონ ირაკლის, არამედ არაერთს და მრავალს ქართულ საფინანსო სფეროშიც კი ამის ცოდნა არ და ვერ ექნება ჩვენთან საფონდო ბაზრის განუვითარებლობის გამო", — განაცხადა ყიფიანმა იმედის ეთერში.
ადვოკატის თქმით, მან ძალიან ვრცელი შეფასება მისცა მის დამოკიდებულებას ღარიბაშვილისადმი, აღნიშნა რა, რომ წლების განმავლობაში ის მისი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი აქტიური და თვალსაჩინო მონაწილე იყო და, შესაბამისად, არაერთი საქებარი სიტყვით აღნიშნა მისი ნიშან-თვისებები.
ყიფიანმა, ასევე, თქვა, რომ სასამართლო პროცესზე ვიდეო და ფოტო გადაღების არსებული შეზღუდვა დაირღვა, რაც შესწავლის საგანია.
"ეს საქმე რეზონანსულია და ჩვენ უკვე ადგილობრივ ტელესივრცეში ვხედავთ გარკვეული ვიდეომასალების გავრცელებას. ეს ცალკე თემაა, რომელის შესწავლას მოითხოვს, რადგან ეჭვის დონეზე და ვარაუდების დონეზე მე მიჭირს ამ საკითხზე საუბარი. ერთი რამ ფაქტია, რომ გარკვეული ვიდეომასალა გავრცელდა. მინდა გითხრათ, რომ სასამართლოს წესებით, პროცესის მიმდინარეობისას, ნებისმიერი ფოტო და ვიდეო გადაღება იყო და არის აკრძალული. აქედან გამომდინარე ისმება კითხვა — ვინ გააკეთა ეს და რა მიზნით გააკეთა?", — აცხადებს ყიფიანი.
მისივე თქმით, თუ ლოგიკური გამორიცხვის მეთოდით ივლიან, გამორიცხულია მათი მხრიდან ეს ვინმეს გაეკეთებინა.
"თვითონ პროცესი საჯაროა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს ვისაც სურვილი აქვს თვალი ადევნოს უნდა მიმართოს სასამართლოს და ის გადის შესაბამის რეგისტრაციას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მედიის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ ასეთი დაშვება გაკეთდა დაინტერესებულ პირზე ან პირთა ჯგუფზე. აქ კანონი არ ირღვევა, თუმცა მოხდა ვიდეო და ფოტო გადაღებაზე არსებული შეზღუდვის დარღვევა და დღეს ეს მასალა გამოიყენება შიდა მოხმარებისთვის, რომელიც არცთუ დადებით ასოციაციებს იწვევს", — აღნიშნა ადვოკატმა.
ფორმულამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბერმუდის სასამართლოში ჩვენებას დისტანციურად აძლევდა, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე ამბობს, რომ ის მისთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შვეიცარიული ბანკის იურისტმა ივანიშვილს ბევრჯერ ჰკითხა ხელშეკრულების გაფორმებისას რა როლი ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ივანიშვილისა და ბანკის წარმომადგენლების ყველა შეხვედრას ესწრებოდა.
ვიდეოში ივანიშვილი, ასევე, ირწმუნება, რომ პოლიტიკაში ყოფნის დროს, რაც მოსახლეობას დაპირდა, შეასრულა.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები